New Tor Circuit for this Site / ახალი Tor-წრედი ამ საიტისთვის

ეს შესაძლებლობა გამოსადეგია, როცა გამსვლელი წერტილი ვერ ახერხებს საჭირო საიტთან დაკავშირებას და მის სათანადოდ ჩატვირთვას. ამის გამოყენების შედეგად, მიმდინარე ჩანართი ან ფანჯარა ხელახლა ჩაიტვირთება ახალი Tor-ქსელით. სხვა ჩანართებში გახსნილი იმავე საიტის გვერდები, ასევე ახალ წრედს გამოიყენებს მომდევნო ჩატვირთვისას. შედეგად, არ წაიშლება არანაირი პირადი მონაცემი, არც მოქმედებები არ გაიმიჯნება და არ ექნება გავლენა, სხვა ვებსაიტების კავშირებზე.