Atlas არის ვებაპლიკაცია, გაშვებული Tor-გადამცემების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად მიმდინარე დროში.

იგი შესამოწმებელი საშუალებას, რომლითაც დგინდება მომხმარებელი ნამდვილად ადამიანია, თუ რობოტული პროგრამა. Tor-ის მომხმარებლებს, ხშირად უწევთ ამ სახის შემოწმებების (Captchas) გავლა, ვინაიდან Tor-ის გადამცემებს ერთბაშად ბევრი იყენებს და საიტებს უჭირთ განსაზღვრა, მიღებული მოთხოვნები ადამიანის მიერაა გამოგზავნილი, თუ ავტომატური პროგრამის მეშვეობით.

Spelling notes:

მხოლოდ პირველი ასო იწერება მთავრულით, ვინაიდან Captcha ახლა უკვე არსებით სახელად მიიჩნევა

Compass არის ვებაპლიკაცია, გაშვებული Tor-გადამცემების შესახებ ერთიანი მონაცემების გასაცნობად მიმდინარე დროში.

The Connection Test in Tor Browser can test and inform the user about the state of their Internet connection and connection to the Tor network.

Dangerzone გარდაქმნის PDF-ად ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის PDF-საც), თუ დოკუმენტი საფრთხის შემცველია ან არასანდო წყაროდანაა მიღებული. ამისთვის, PDF ჯერ იქცევა ნედლ პიქსელურ მონაცემებად და შემდეგ დაბრუნდება PDF-სახით.

მომსახურება ExoneraTor ზედამხედველობას უწევს მონაცემთა ბაზას გადამცემების IP-მისამართების, რომლებიც Tor-ქსელს ეკუთვნის. იგი პასუხობს კითხვას, იყო თუ არა Tor-ის გადამცემი გაშვებული მოცემულ IP-მისამართზე, მოცემულ დროს. ეს მომსახურება გამოსადეგია სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას.

F-Droid წარმოადგენს FOSS (free and open source software - თავისუფალი და ღია წყაროს) პროგრამების საცავს Android-ისთვის. როგორც Google Play გამოიყენება პროგრამების მოსაძიებლად, დასაყენებლად და განახლებების მისაღებად მოწყობილობაზე, ასევე გამოდგება F-Droid. Tor-ბრაუზერი ხელმისაწვდომია F-Droid-ზე. მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს თუ გირჩევნიათ, პროგრამის დასაყენებლად გამოიყენოთ F-Droid.

Mozilla Firefox არის უფასო და ღია პირველწყარო კოდის ბრაუზერი შექმნილი Mozilla-ფონდისა და მისი შვილობილის, Mozilla-კორპორაციის მიერ. Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox ESR-ს (გაფართოებული მხარდაჭერის მქონე) გადაკეთებულ ვერსიაზე. Firefox ხელმისაწვდომია Windows, macOS და Linux საოპერაციო სისტემებზე, მობილური ვერსიებით, Android-ისა და iOS-ისთვის.

Flash Player is a browser plugin for Internet applications to watch audio and video content. You should never enable Flash to run in Tor Browser as it is unsafe. Many services that use Flash also offer an HTML5 alternative, which should work in Tor Browser.

FTE (გარდამქმნელი დამშიფრავი) წარმოადგენს მისაერთებელ გადამყვანს, რომელიც ნიღბავს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს და წარმოაჩენს ჩვეულებრივი სახის (HTTP) მონაცემებად.

GetTor is a service that automatically responds to messages (Email, Telegram) with links to the latest version of Tor Browser, hosted at a variety of locations, such as Dropbox, Google Drive and GitHub.

Spelling notes:

The second T is capitalized when possible: GetTor.

Translation notes:

Do not translate.

Tor-პროექტის მონაწილეები Google Summer of Code-ში, რომელიც არის საზაფხულო პროგრამა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

Tor-პროექტი მონაწილეობს Google Season of Docs-ში, რომელიც არის პროგრამა ტექნიკური მასალების შემდგენლებისთვის.

A hashring is a distributed structure used to store a set of keys and associated values. In the case of Tor, the keys are generally derived from the name of an onion service, and the values are information a client needs to connect to that service.

Spelling notes:

Note that this is not hashing.

Translation notes:

Do not translate this term.

ურთიერთდაკავშირებული ტექსტების გადაცემის ოქმი (HTTP) წარმოადგენს არხს, რომელიც გამოიყენება ფაილებისა და მონაცემების ქსელში მიმოცვლისთვის მოწყობილობებს შორის. თავდაპირველად, გამოიყენებოდა მხოლოდ ვებგვერდებისთვის, მაგრამ ახლა უკვე მრავალი სახის ინფორმაციის გადაცემასა და კავშირს უზრუნველყოფს.

ურთიერთდაკავშირებული ტექსტების გადაცემის დაცული ოქმი არის დაშიფრული ვერსია HTTP-არხის, რომელიც გამოიყენება ფაილებისა და მონაცემების ქსელში მიმოცვლისთვის მოწყობილობებს შორის.

HTTPS-Everywhere არის Firefox-ის, Chrome-ისა და Opera-ს გაფართოება HTTPS-ს ნაგულისხმევად მისათითებლად იმ საიტებზე, რომელთაც ახლავს HTTPS, მაგრამ ნაგულისხმევად არ გამოიყენება. HTTPS Everywhere is installed in Tor Browser for Android.

Since Tor Browser 11.5, HTTPS-Only Mode is enabled by default for desktop, and HTTPS Everywhere is no longer bundled with Tor Browser.

ინტერნეტოქმის მისამართი (Internet Protocol – IP) ეწოდება ციფრულ (ან ასოციფრულ, IPv6-ის შემთხვევაში) ჩანაწერს, მინიჭებულს თითოეული მოწყობილობისთვის (მაგ. კომპიუტერი, პრინტერი, მობილური), რომელიც ჩართულია ინტერნეტოქმით მოსარგებლე ქსელში. IP-მისამართი აღნიშნავს მოწყობილობის მდებარეობას, ისევე როგორც ჩვეულებრივი მისამართი – ფიზიკურ ადგილმდებარეობას. Tor-ბრაუზერი მალავს თქვენს ნამდვილ მდებარეობას, ვინაიდან მისი მეშვეობით გატარებული მონაცემები ინტერნეტში გადის იმ IP-მისამართიდან, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით.

JavaScript არის დაპროგრამების ენა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ვებსაიტებთან ურთიერთქმედება, მაგალითად, ვიდეოს, ანიმაციის ან ხმოვანი ფაილების გაშვება, შეჩერება, გადახვევა. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, JavaScript აგრეთვე გამოიყენება ბრაუზერის უსაფრთხოებაზე შეტევებისთვის, რაც ვინაობის გამჟღავნების წინაპირობა შეიძლება გახდეს. NoScript გაფართოება Tor-ბრაუზერში გამოიყენება JavaScript-ის სამართავად სხვადასხვა საიტებზე.

Letterboxing is a Tor Browser feature that conceals a user's real window size from websites. It achieves this by adding margins to the browser window. The feature helps prevent fingerprinting users based on their window or screen size.

ესაა მისაერთებელი გადამყვანები, რომლებიც ნიღბავს კავშირს ისე, თითქოს ცნობილ ვებსაიტს ათვალიერებთ, ნაცვლად Tor-ის გამოყენებისა. Meek-azure წარმოაჩენს ისე, თითქოს Microsoft-ის ვებსაიტს იყენებთ.

MetricsPort provides an interface to the underlying Tor relay metrics. It is used mainly by Tor relay operators to gather metrics and other relevant information in order to diagnose problems and bottlenecks, or to monitor the relay's performance.

For more information please read the MetricsPort section on the article about overloaded relays.

Translation notes:

Do not translate.

Moat ურთიერთმოქმედი ხელსაწყოა ხიდების მისაღებად Tor-ბრაუზერიდანვე. იგი სარგებლობს დომენის დაფარვით ცენზურის ასარიდებლად. Moat აგრეთვე იყენებს Captcha-შემოწმებას, რომ ცენზორს არ მიეცეს ყველა ხიდის ერთბაშად შეზღუდვის საშუალება.

დაწკაპეთ აქ, რომ Moat უკეთ შეისწავლოთ Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელოდან.

Tor-ბრაუზერი შეიცავს დამატებას სახელწოდებით NoScript, რომელიც ხელმისაწვდომია მთავარ მენიუზე (≡) დაწკაპებით მარჯვენა ზედა კუთხეში, შემდეგ კი „დამატებებსა და თემებზე“ გადასვლით. NoScript საშუალებას გაძლევთ, მართოთ JavaScript, გაშვებული ცალკეულ ვებგვერდებზე, ან შეზღუდოთ სრულად.

ვინაობის დამცავი გადამცემის მდგომარეობის ზედამხედველი (ადრინდელი arm, ახლა nyx) Tor-ისთვის, ბრძანების რეჟიმში გასაშვებად. ეს ხელსაწყო თვალს ადევნებს Tor-ის ძირითად პროცესებს სისტემაში, ჩვეულებრივ მეტად გამოსადეგია მათთვის, ვისაც გადამცემი აქვს გაშვებული.

Obfs3 არის მისაერთებელი გადამყვანი რომელიც Tor-ის მიერ მიმოცვლილ მონაცემებს აძლევს შემთხვევით სახეს, რის შედეგადაც აღარ ჩანს, რომ Tor-ის რომელიმე ოქმი გამოიყენება. Obfs3 აღარაა მხარდაჭერილი.

Obfs4 არის მისაერთებელი გადამყვანი, რომელიც Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს აძლევს შემთხვევით სახეს, მსგავსად obfs3-ისა და ამასთანავე უზღუდავს ზედამხედველებს ინტერნეტკავშირის გამოკვლევისას ხიდების აღმოჩენის საშუალებას . Obfs4-ის ხიდების გამოაშკარავებისა და აკრძალვის ალბათობა ნაკლებია, obfs3-ის ხიდებთან შედარებით.

Onion-Location is a non-standard HTTP header that websites can use to advertise their onion counterpart. If the website that you are visiting has an onion site available, a purple suggestion pill will prompt at the URL bar in Tor Browser displaying ".onion available". When you click on ".onion available", the website will be reloaded and redirected to its onion counterpart.

Translation notes:

Do not translate.

პროგრამა iOS-ისთვის, რომელიც ღია წყაროსია, იყენებს Tor-კავშირს და შემუშავებულია იმ პიროვნების მიერ, რომლის საქმიანობაც მეტად ახლოსაა Tor-პროექტთან. იხილეთ ვრცლად Onion Browser-ის შესახებ

Translation notes:

პროექტის სახელი. არ თარგმნოთ „Onion“, ხოლო „Browser“ შეიძლება ითარგმნოს. მაგ: Onion-ბრაუზერი.

Onion-მომსახურებებისთვის განსაზღვრული ინტერნეტმისამართების სახე, რომელთა დაბოლოებაცაა .onion და განკუთვნილია თვითდამოწმებისთვის.

Translation notes:

Can be partially or totally translated, i.e. for Spanish 'dirección cebolla' or 'dirección onion'. But be careful when translating, because the actual onion addresses finish with .onion, in English.

Onion-მომსახურებები (ძველად „ფარული მომსახურებები“) წარმოადგენს მომსახურებებს (მაგალითად ვებსაიტებს), რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ Tor-ქსელის გამოყენებით. Onion services offer advantages over ordinary services on the non-private web, including: location hiding, end-to-end authentication, end-to-end encryption, and NAT punching.

Onion-საიტი არის ვებსაიტი, რომელიც მხოლოდ Tor-იდანაა ხელმისაწვდომი. მსგავსი მნიშვნელობა აქვს Onion-მომსახურებას, თუმცა Onion-საიტი მიუთითებს უშუალოდ ვებსაიტებზე. ეს ვებსაიტები იყენებს .onion-ს, ზედა დონის დამისამართებას (TLD).

ხელმისაწვდომი ნაკრები onion-მომსახურებების. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ „ჩემი საიტი onion-სივრცეს ეკუთვნის“ ნაცვლად, იმისა რომ თქვათ „ჩემი საიტი ჩრდილოვან ქსელს (DarkWeb) ეკუთვნის“.

Onionoo არის ინტერნეტზე დაფუძნებული ოქმი მიმდინარე დროში გაშვებული Tor-გადამცემებისა და ხიდების მონაცემების სანახავად. Onionoo იძლევა მონაცემებს სხვა პროგრამებისა და საიტებისთვის (metrics.torproject.org), რომლებიც ამზადებენ Tor-ქსელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ხალხისთვის წარსადგენად.

OONI stands for "Open Observatory of Network Interference", it is a global observation network for detecting censorship, surveillance and traffic manipulation on the internet.

Orbot უფასო აპლიკაციაა, რომელსაც Guardian-პროექტი ქმნის თქვენს მოწყობილობაზე არსებული პროგრამების უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მათი მონაცემების Tor-ქსელში გატარებით. Orbot Tor-ით შიფრავს თქვენს კავშირს ინტერნეტთან და ფარავს მას მსოფლიოში სხვადასხვა კომპიუტერზე გადამისამართებით.

Orfox was first released 23 September 2015 by The Guardian Project. Over the next three years, Orfox continuously improved and became a popular way for people to browse the internet with more privacy than standard browsers, and Orfox was crucial for helping people circumvent censorship and access blocked sites and critical resources. It was installed over 14 million times, and maintained over 1 million active users.

Orfox აღარ მუშავდება და აღარაა მხარდაჭერილი. It has been replaced by Tor Browser for Android. Read more about Orfox.

Translation notes:

Do not translate this application name.

არის დამატება Chrome-ისა და Chromium-ის ბრაუზერებისა, იგი საშუალებას იძლევა ჩამოიტვირთოს სხვადასხვა სახის უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის პროგრამა, მათ შორის Tor-ბრაუზერი, სხვადასხვა წყაროებიდან.

Snowflake მისაერთებელი გადამყვანია, რომელიც ცენზურის გვერდის ავლით, თავისუფალ და ღია ინტერნეტთან წვდომის საშუალებას იძლევა. შედგება სამი ნაწილისგან; Snowflake-კლიენტი, Snowflake-პროქსი (ეს ორი ცნობილია, როგროც Snowflake-ურთიერთკვანძები) და შუამავალი (broker). Snowflake საშუალებას იძლევა, ბრაუზერის გახსნილი ჩანართი იქცეს, დროებით Tor-ხიდად. IP-მისამართების შეზღუდვის ასარიდებლად Snowflake ხლართავს დიდი ოდენობის პროქსებს მოხალისეებისგან, რაც ასევე აძნელებს მათ აღმოჩენასაც.

SOCKS5 არის ინტერნეტოქმი, რომელსაც იყენებს Tor. იგი ატარებს მონაცემებს Tor-ქსელის გავლით, ნაცვლად თქვენი IP-მისამართიდან გაგზავნისა, ღია ქსელში. ესაა საერთო დანიშნულების პროქსი რომელიც ძევს მე-5 შრეზე OSI-მოდელში და იყენებს გვირაბულ მეთოდს. პროგრამები, რომლებიც გაეშვება SOCKS5-ით, შეიტყობს რომ გვირაბის მეთოდი გამოიყენება, მაგრამ სათანადოდ გამართვის შემთხვევაში ვინაობისთან დაკავშირების არიდება შესაძლებელია.

Spelling notes:

მხოლოდ მთავრულით, როგორც აკრონიმი.

Stem არის Python-ზე (დაპროგრამების ენა) დაწერილი წარმმართველი ბიბლიოთეკა Tor-ბირთვისთვის. თუ გსურთ მართოთ Tor-ბირთვი python-ით, თქვენთვისაა განკუთვნილი.

Tails არის „პირდაპირი“ საოპერაციო სისტემა, რომელიც თითქმის ნებისმიერ კომპიუტერზე შეგიძლიათ გაუშვათ პირდაპირ DVD-დისკიდან, USB-მეხსიერებიდან ან SD-ბარათიდან. იგი განკუთვნილია პირადი მონაცემების დაცვისა და ვინაობის გაუმხელობისთვის. Learn more about Tails.

Guardian-პროექტი არის ჯგუფი შემმუშავებლების, მებრძოლებისა და დიზაინერების, რომლებიც ქმნიან მარტივად გამოსაყენებელ, დაცულ, ღია წყაროს მქონე მობილურ პროგრამებსა და საოპერაციო სისტემის გასაუმჯობესებელ საშუალებებს. The Orbot app provided by The Guardian Project helps route other apps on your android device over the Tor network.

Tor არის პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გაუშვათ თქვენს კომპიუტერზე ინტერნეტში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი გიცავთ, თქვენი კავშირების გადამისამართებით გადამცემებისგან შემდგარი გამანაწილებელი ქსელისკენ, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან: შედეგად, ვერავის ექნება საშუალება თვალი ადევნოს თქვენს კავშირებს ინტერნეტში და გაიგოს, თუ რომელ საიტს ეწვიეთ და აგრეთვე, თავად საიტებიც ვერ მოახერხებს თქვენი ფიზიკური მდებარეობის დადგენას. ამ მოხალისეების გადამცემების კრებულს ეწოდება Tor-ქსელი. ზოგჯერ პროგრამა, რომელიც ამ ქსელთანაა დაკავშირებული, მოიხსენიება, როგორც Tor-ბირთვი ან "little-t tor" ანუ მხედრული ასოთი დაწერილი. ხალხის უმეტესობა Tor-ს იყენებს Tor-ბრაუზერის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს Firefox-ის გადაკეთებულ ვერსიას და უსაფრთხოებისა თუ პირადი მონაცემების დაცვის ხარვეზები სრულად აქვს აღმოფხვრილი.

Tor-ბრაუზერი იყენებს Tor-ქსელს თქვენი პირადი მონაცემების დაცვისა და ვინაობის გაუმხელობისთვის. თქვენი მოქმედებები ინტერნეტში, მათ შორის მონახულებული საიტების დასახელებები და მისამართები, იქნება დამალული თქვენი ინტერნეტის მომწოდებლისგან და ნებისმიერისგან, ვინც თვალს ადევნებს თქვენს კავშირებს ადგილობრივად. ვებსაიტებისა და მომსახურებების მმართველები, აგრეთვე მათი თვალყურისმდევნებლები, იხილავენ Tor-ქსელიდან მომავალ კავშირს, ნაცვლად თქვენი ნამდვილი IP-მისამართისა და არ ეცოდინებათ ვინ ხართ, სანამ თავად არ ისურვებთ, გაამჟღავნოთ საკუთარი ვინაობა. აგრეთვე, Tor-ბრაუზერი განკუთვნილია საიტებისთვის ხელის შესაშლელად „ბრაუზერის ამოცნობაში“ ან თქვენი ვინაობის დადგენაში, ბრაუზერის პარამეტრების მიხედვით. ნაგულისხმევად, Tor-ბრაუზერი არ იმახსოვრებს მონახულებული გვერდების ისტორიას. ფუნთუშები მოქმედია მხოლოდ მიმდინარე სეანსისთვის (სანამ Tor-ბრაუზერი დაიხურება ან ახალი ვინაობა იქნება მოთხოვნილი).

Spelling notes:

Tor-ბრაუზერი. ზოგჯერ აღინიშნება როგორც tbb. და არა როგორც „TOR-ბრაუზერი“.

Translation notes:

არ თარგმნოთ „Tor“, ხოლო „Browser“ შეიძლება ითარგმნოს. მაგალითად ესპანურად: Navegador Tor (მიმდევრობა შეცვლილია, ვინაიდან ესპანურად ასე უფრო ბუნებრივია). ზოგიერთი ენა, მაგალითად არაბული, იყენებს ტრანსლიტერაციას სიტყვისა Tor, تور. ანუ წერენ Tor-ს განსხვავებული სიმბოლოებით.

როდესაც პირველად რთავთ Tor-ბრაუზერს, იხილავთ Tor-გამშვების ფანჯარას. იგი გთავაზობთ აირჩიოთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ Tor-ქსელს თუ გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი კავშირებისთვის. მეორე შემთხვევაში, Tor-გამშვები მოგცემთ გამართვის სხვადასხვა შესაძლებლობების არჩევის საშუალებას.

Tor-გამშვები აღარ გამოიყენება Tor-ბრაუზერში 10.5 გამოშვებიდან.

Translation notes:

Do not translate or transliterate.

Tor Messenger იყო მრავალპლატფორმული სასაუბრო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო მაღალი უსაფრთხოებისთვის და მიმოცვლილ მონაცემებს ატარებდა Tor-ის გავლით. Tor Messenger-ზე მუშაობა უკვე შეწყვეტილია. მასში მხარდაჭერილი იყო Jabber (XMPP), IRC, Google Talk, Facebook Chat, Twitter, Yahoo, და სხვ; ჩართული ჰქონდა Off-the-Record (OTR) მიმოწერა ავტომატურად; ამასთან ერთად, გააჩნდა მარტივად გამოსაყენებელი იერსახე, თარგმნილი მრავალ ენაზე.

Tor-გაზომვები (.onion) ინახავს ისტორიულ მონაცემებს Tor-ეკოსისტემის შესახებ, აგროვებს ინფორმაციას საჯარო Tor-ქსელსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე, ამასთანავე, საშუალებას იძლევა, განვითარდეს და დაინერგოს ახალი, მეტად უსაფრთხო გზები მონაცემთა აღრიცხვისთვის პირადულობის ხელშეუხებლად.

Tor-პროექტში შეიძლება იგულისხმებოდეს The Tor Project Inc, აშშ-ს 501(c)3 კანონის გათვალისწინებით შექმნილი არამომგებიანი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია Tor-პროგრამის მუშაობაზე, ან Tor-პროექტის ერთობა, შემდგარი ათასობით მოხალისისგან მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ეხმარებიან Tor-ს განვითარებაში.

„Tor-ჩანაწერი“ ავტომატურად შექმნილი აღრიცხული Tor-ის მოქმედებებია, იგი გამოდგება ხარვეზების დადგენისა და აღმოფხვრისთვის. როცა რაღაც აირევა Tor-ში, შეცდომის ცნობასთან ერთად, იხილავთ შესაძლებლობას „Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერების ასლი“. იქვეა აღრიცხვის ჩანაწერების ასლის აღების შესაძლებლობა, რომ მისი დოკუმენტში ჩასმითა და მცოდნეთათვის გაგზავნით მოაგვაროთ ხარვეზი.

თუ ვერ ხედავთ ამ პარამეტრს და Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, მთავარი მენიუდან (≡) დაწკაპეთ „პარამეტრები“ და ბოლოს „დაკავშირება“ გვერდით არეში. გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“.

Tor2web არის პროექტი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს წვდომის საშუალებას onion-მომსახურებებთან Tor-ბრაუზერის გამოყენების გარეშე. გაითვალისწინეთ: ეს არ წარმოადგენს უსაფრთხო გზას onion-მომსახურებების გამოსაყენებლად, განსხვავებით Tor-ბრაუზერისა და აცილებს Tor-თან დაკავშირებულ ყველა დაცვის საშუალებას კლიენტ-პროგრამას, რომელიც აუცილებელია პირადულობისთვის.

ეს გაფართოება საშუალებას იძლევა ისე გაიმართოს Thunderbird, რომ კავშირები გადამისამართდეს Tor-ქსელით.

Torsocks საშუალებას იძლევა, მრავალი პროგრამის უსაფრთხოდ გამოყენების Tor-ით. იგი უზრუნველყოფს DNS-მოთხოვნების უსაფრთხოებასა და საგანგებოდ უარყოფს ნებისმიერ მიმოცვლილ მონაცემებს TCP-ს გარდა, თქვენ მიერ გამოყენებული პროგრამიდან გამომავალს.

TPI შემოკლება დასახელების The Tor Project, Inc.

ხალხი IRC-სა და სხვა სასაუბროებში, ხშირად იყენებს tpo შემოკლებას torproject.org საიტების აღსანიშნავად. მაგალითად, blog.tpo არის შემოკლება მისამართისა blog.torproject.org.

ანტივირუსული პროგრამა გამოიყენება მავნე პროგრამების ასარიდებლად, აღმოსაჩენად და მოსაცილებლად. ანტივირუსულმა პროგრამამ შეიძლება შეაფერხოს Tor-ის გამართულად მუშაობა თქვენს კომპიუტერში. შესაძლოა დაგჭირდეთ ანტივირუსის შესახებ მასალებისა და მითითებების გაცნობა, თუ არ იცით, როგორ უნდა დაამატოთ გამონაკლისებში Tor.

ვებაპლიკაცია (webapp) არის პროგრამა, რომელსაც კლიენტი უშვებს ბრაუზერში. აპლიკაცია ასევე ეწოდება პროგრამებს, რომლებიც შეიძლება დაყენდეს მობილურის საოპერაციო სისტემებში.

ეს შესაძლებლობა გამოსადეგია, როცა გამსვლელი წერტილი ვერ ახერხებს საჭირო საიტთან დაკავშირებას და მის სათანადოდ ჩატვირთვას. ამის გამოყენების შედეგად, მიმდინარე ჩანართი ან ფანჯარა ხელახლა ჩაიტვირთება ახალი Tor-ქსელით. სხვა ჩანართებში გახსნილი იმავე საიტის გვერდები, ასევე ახალ წრედს გამოიყენებს მომდევნო ჩატვირთვისას. შედეგად, არ წაიშლება არანაირი პირადი მონაცემი, არც მოქმედებები არ გაიმიჯნება და არ ექნება გავლენა, სხვა ვებსაიტების კავშირებზე.

ახალი ვინაობა Tor-ბრაუზერის შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გამიჯნოთ ინტერნეტში თქვენი ყოველი მომდევნო მოქმედება წინა მოქმედებისგან. მისი არჩევის შედეგად, დაიხურება ყველა ჩანართი და ფანჯარა, გასუფთავდება პირადი მონაცემები, როგორიცაა ფუნთუშები და ბრაუზერის ისტორია, შემდეგ კი წარმოიქმნება ახალი Tor-წრედები ყველა კავშირისთვის. Tor-ბრაუზერი გაგაფრთხილებთ, რომ ყველა თქვენი მოქმედება და ჩამოტვირთვა შეწყდება, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს „ახალ ვინაობაზე“ დაჭერამდე (პატარა მბრწყინავი ცოცხის ნიშანზე, ეკრანის ზედა მარჯვენა არეში). ახალი ვინაობა შეიძლება დაგეხმაროთ იმ შემთხვევაშიც, როცა Tor-ბრაუზერი ხარვეზებით უკავშირდება რომელიმე საიტს, ასევე მსგავსი შედეგი ექნება ღილაკს „ახალი Tor-წრედი ამ საიტისთვის“.

ვებბრაუზერი (ფართოდ გავრცელებული, როგორც „ბრაუზერი“) არის პროგრამა, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ქსელიდან (World Wide Web) მასალების მოძიების, მიღებისა და წარმოდგენისთვის. წამყვანი ბრაუზერებია Firefox, Chrome, Internet Explorer და Safari.

ამოცნობა გულისხმობს გარკვეული სახის მოქმედებებს მოწყობილობის ან მომსახურების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად და შემდეგ მათ შესწავლას სავარაუდო თავისებურებების გამოსაკვეთად და სხვებისგან გამოსარჩევად. თავისებურ ქცევებზე ან გამოხმაურებაზე დაკვირვებით, შესაძლებელია მოწყობილობის ან მომსახურების ამოცნობა. Tor-ბრაუზერი ხელს უშლის ამოცნობას.

ბრაუზერის ისტორია არის ბრაუზერით სარგებლობისას გაგზავნილი მოთხოვნების ჩანაწერები და შეიცავს მონახულებული საიტების სახელებსა და თარიღებს. Tor-ბრაუზერი დაუყოვნებლივ შლის მონახულებული გვერდების ისტორიას სეანსის დახურვისთანავე.

ეწოდება ბოლო გადამცემს Tor-წრედში, რომელიც აგზავნის მონაცემებს ინტერნეტში. მომსახურება, რომელსაც უკავშირდებით (საიტი, სასაუბრო, ელფოსტა და ა.შ.) იხილავს სწორედ გამსვლელი წერტილის IP-მისამართს.

გადამცემის წარმადობის დასადგენად განკუთვნილ საგანგებო გადამცემებს უწოდებენ გამტარუნარიანობის შემმოწმებელ უფლებამოსილ მხარეებს, რომლებიც დროდადრო აღრიცხავს გაზომვებს გადამცემების შესახებ ერთიან ჩანაწერში.

მონაცემების დაშიფრულად გადაცემას უშუალოდ წყაროდან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე ეწოდება გამჭოლი დაშიფვრა. ეს საწინდარია იმისა, რომ გაგზავნილი ინფორმაცია ხილული იქნება მხოლოდ გამგზავნისა და მიმღებისთვის.

საიტების უმეტესობა იყენებს სხვა მხარის შემოთავაზებულ მომსახურებებს, მათ შორის სარეკლამო და სტატისტიკური მონაცემების აღმრიცხველებს, რომლებიც აგროვებს ინფორმაციას თქვენი IP-მისამართის, ბრაუზერის, სისტემისა და ინტერნეტში თქვენი ქცევების შესახებ, რომლითაც ხდება სხვადასხვა საიტებზე თქვენი მოქმედებების ერთმანეთთან დაკავშირება. Tor-ბრაუზერი ხელს უშლის ამ ყველაფერის წარმატებით განხორციელებას.

დამატებები, გაფართოებები და მოდულები წარმოადგენს პროგრამულ ნაწილებს, რომლებიც შეიძლება ჩაიდგას ბრაუზერში ახალი შესაძლებლობების დასამატებლად. Tor Browser comes with one add-on installed: NoScript. დაჟინებით გირჩევთ, არ დააყენოთ სხვა დამატებები Tor-ბრაუზერში, ვინაიდან შედეგად შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს თქვენი პირადი მონაცემები და ვინაობის გაუმხელობა.

მოძველებული დასახელება „onion-მომსახურებებისა", ჯერ კიდევ შემორჩენილია Tor-ის მასალებსა და სახელმძღვანელოებში.

ეწოდება მონაცემთა დამუშავებასა და გარდაქმნას საიდუმლო ნიშნებად, რომელთა გარჩევაც მხოლოდ სასურველ პირს შეეძლება. Tor იყენებს სამშრიან დაშიფვრას Tor-წრედში; თითოეულ გადამცემს მხოლოდ ერთი ფენის გაშიფვრა შეუძლია მოთხოვნის მომდევნო გადამცემისთვის გაგზავნამდე.

დომენის დაფარვა ცენზურის არიდების ერთ-ერთი ხერხია და გულისხმობს საიტის შენიღბვას, რომელსაც უკავშირდებით. ცენზორს ეგონება, რომ უკავშირდებით რომელიმე ცნობილ მომსახურებას, რომელთა შეზღუდვაც მიზანშეწონილი არ იქნება, მაგალითად, Microsot ან Google. მიუხედავად ამისა, ვერ დაგიცავთ ვინაობის გამჟღავნებისგან და სრულად ვერ დამალავს დანიშნულების წერტილს ისე, როგორც Tor-ბრაუზერი ახერხებს ამას. For more information see this blogpost about domain fronting.

Spelling notes:

არ სჭირდება გამთავრულება.

Translation notes:

შეგიძლიათ თარგმნოთ მშობლიურ ენაზე, თუ უკეთ გამოითქმის.

Tor-ის აღნიშვნების მიხედვით ეწოდება დოკუმენტს, შედგენილსა და დამტკიცებულს ცნობარის უფლებამოსილი მხარეების მიერ, ყოველ საათში იმის დასადასტურებლად, რომ ყველა კლიენტს სათანადო მონაცემები აქვს Tor-ქსელის შემადგენელი გადამცემების შესახებ.

საიტის ასლი ეწოდება ზუსტად მსგავს საიტს, რომელიც მდებარეობს სხვა მისამართზე. მიმდინარე ჩამონათვალი torproject.org ასლებისა ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.torproject.org/getinvolved/mirrors.html.en.

საგანგებო სახის onion-მისამართები არის თვითდამოწმების შესაძლებლობის მქონე. ეს ნიშნავს, რომ ამ სახის მისამართი თავისთავად საბუთია იმისა, რომ კავშირი onion-საიტთან დაშიფრული იქნება. ჩვეულებრივი ინტერნეტმისამართის გამოყენებისას საჭიროა, რომ მისი მფლობელი ენდოს ცალკეულ უსაფრთხოების სერტიფიკატის გამომშვებ მხარეს (CA) და მათი მეშვეობით დაამოწმოს საიტი, შესაბამისად ისინი ხდებიან მძევლები, ამ და კიდევ უამრავი სხვა მხარეების.

ინტერნეტის მომწოდებელი (ISP) არის დაწესებულება, რომელიც გთავაზობთ მომსახურებას ინტერნეტთან წვდომისა და მისით სარგებლობისთვის. როდესაც იყენებთ Tor-ბრაუზერს, თქვენს ISP-ს არ შეუძლია იხილოს, რომელ საიტებს ეწვიეთ.

დაცული კავშირის შრე (SSL) წარმოადგენს ინტერნეტის უსაფრთხოების სტანდარტს, რომელიც გამოიყენება ინტერნეტკავშირისა ორ კვანძს შორის მიმოცვლილი მნიშვნელოვანი მონაცემების დასაცავად. SSL შიფრავს გადაცემულ ინფორმაციას და არ აძლევს გარეშე მხარეებს, გაგზავნილ მონაცემებთან წვდომის საშუალებას.

A feature in Tor Browser that when required will offer to automatically apply the bridge configuration which works best in the user's location.

Translation notes:

See how it appears on your language's Tor Browser. Keep in English if there is no version of Tor Browser in your language at https://support.torproject.org/tbb/tbb-37/

Tor-ში კლიენტი ეწოდება Tor-ქსელის კვანძს, ჩვეულებრივ, ერთი მომხმარებლის მიერ გაშვებულს, რომელიც ამისამართებს კავშირებს გადამცემების მწკრივის გავლით.

წარმოდგენილია სამი თარაზული ხაზით, ჩვეულებრივ, ზედა მარჯვენა კუთხეში. მასზე დაწკაპებით ან შეხებით გამოჩნდება მენიუ, ასარჩევი ან დამატებითი გვერდებით.

წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Hamburger_button

hamburger-menu

მიმოცვლილი მონაცემები აღნიშნავს კლიენტებსა და სერვერებს შორის გადაგზავნილ და მიღებულ ინფორმაციას.

საშუალებები, რომელთა დახმარებითაც Tor-ს შეუძლია მიმოცვლილი მონაცემების შენიღბვა. გამოსადეგია იმ შემთხვევებში, როცა ინტერნეტის მომწოდებელი ან სხვა უფლებამოსილი პირი ზღუდავს კავშირს Tor-ქსელთან.

Tor-ის სიტყვარში მიუთითებს გადამცემებს შორის მოძრავ მიმოცვლილ მონაცემებზე წრედში.

პირველი გადამცემი Tor-წრედში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხიდი გამოიყენება. ხიდით სარგებლობისას, თავად გადამცემი ხიდი იკავებს მცველის ადგილს. To learn more about this type of relays, please read What are Entry Guards?

„მხედრულით დაწერილი tor“ აღნიშნავს Tor-ქსელის ფონურ მომსახურებას, Tor-ის ან Tor-პროექტის საპირწონედ.

პროქსი წარმოადგენს შუამავალს, კლიენტსა (როგორიცაა ბრაუზერი) და მომსახურებას (როგორიცაა საიტის სერვერი) შორის. მომსახურებასთან პირდაპირი კავშირის ნაცვლად, კლიენტი მოთხოვნას უგზავნის პროქსის. პროქსი კი კლიენტის მსგავსად სარგებლობს მომსახურებით და მიღებულ პასუხს, უკან უბრუნებს კლიენტს. ანუ მომსახურე მხარე ურთიერთობს და ხედავს მხოლოდ პროქსის.

სადარჯამი ეწოდება ფაილების ჰეშ-მნიშვნელობებს, შესადარებლად განკუთვნილს. თუ პროგრამა შეცდომების გარეშეა ჩამოტვირთული, წინასწარ მოცემული სადარჯამი უნდა ემთხვეოდეს ჩამოტვირთული ფაილის სადარჯამს, შესაბამისად, ამ მნიშვნელობების ერთმანეთთან შედარებით შეიძლება შემოწმდეს ფაილის ნამდვილობა და მთლიანობა.

საიდუმლო ნაწილი საჯარო/საიდუმლო გასაღებების წყვილიდან. ეს გასაღები უნდა დარჩეს საიდუმლოდ და არ გამჟღავნდეს.

საიტთაშორისი სკრიპტების გაშვება (XSS) საშუალებას აძლევს შემტევს, დაამატოს მავნე შესაძლებლობები ან მოქმედებები ვებსაიტს, რომელიც სხვა დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი.

ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მართავს კომპიუტერის აპარატურასა და პროგრამებს, მომხმარებლისთვის მომსახურების მისაწოდებლად. ყველაზე გავრცელებული საოპერაციო სისტემებია Windows, macOS და Linux. Android და iOS კი არის მობილურების ბაზარზე გაბატონებული სისტემები.

საჯარო ნაწილი საჯარო/საიდუმლო გასაღებების წყვილის. ესაა გასაღები, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვებს.

დაშიფვრის სისტემა, რომელიც იყენებს წყვილ მათემატიკურ კოდებს, გასაღებების სახით. საჯარო გასაღები შეიძლება გავრცელდეს ღიად, ხოლო შესაბამისი საიდუმლო გასაღები უნდა იყოს ცნობილი, მხოლოდ წყვილის მფლობელისთვის. ნებისმიერს შეუძლია დაშიფროს წერილი საჯარო გასაღების გამოყენებით, მაგრამ მხოლოდ საიდუმლო გასაღების მფლობელს შეეძლება მისი გაშიფვრა. ამასთან ერთად, საიდუმლო გასაღების გამოყენება შეიძლება ხელმოწერის სახით, წერილის ან სხვა სახეობის ფაილების შემქმნელის ვინაობის დასამოწმებლად. ეს ხელმოწერა შეიძლება დამოწმდეს საჯარო გასაღებით.

საჯარო გასაღებით დაშიფვრაში, საჯარო გასაღების ანაბეჭდი არის ბაიტების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ამოსაცნობად და დასამოწმებლად, შესაბამისი გრძელი საჯარო გასაღების.

სეანსი აღნიშნავს ორ მოწყობილობას შორის ქსელით კავშირს. Tor-ბრაუზერის გამოყენება გულისხმობს, რომ თქვენი სეანსის მონაცემები თავისით გასუფთავდება, ბრაუზერის დახურვისთანავე.

მოწყობილობა ქსელში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებებს, როგორიცაა ფაილების ან ვებგვერდების განსათავსებელი სივრცე, ელფოსტა, სასაუბრო და ა.შ.

კომპიუტერულ უსაფრთხოებაში ეწოდება შეტევის სახეს, როცა შეფასების სისტემას არღვევენ მრავალი ახალი ყალბი ვინაობის შექმნით და ამას იყენებენ ქსელში, უთანასწოროდ დიდი გავლენის მოსაპოვებლად.

საშუალება, რომლითაც შესაძლებელია ცვალებადი/ურთიერთქმედი შიგთავსის შეთავაზება ვებსაიტებით.

Quickstart connects Tor Browser to the Tor Network automatically when launched, based on the last used connection settings.

ეწოდება პროგრამას, რომელიც კომპიუტერში ეშვება ფონურ რეჟიმში და პირდაპირ არ მართავს მომხმარებელი.

ქსელის ფარი ეწოდება ქსელის დაცვის სისტემას, რომელიც ზედამხედველობს და მართავს ქსელში შემოსულ ან ქსელიდან გასულ მონაცემებს. მიმოცვლილი მონაცემების ფილტრი იყენებს წინასწარ გაწერილ წესებს. ქსელის ფარი, ჩვეულებრივ, ქმნის ერთგვარ ზღუდეს, სანდო, დაცულ შიდა ქსელსა და დანარჩენ გარე ქსელს შორის, თუმცა მას აგრეთვე იყენებენ ხოლმე შიგთავსის შესაზღუდად, ცენზურისთვის. ზოგჯერ დაბრკოლება იქმნება Tor-თან მიერთებისას, ვინაიდან ქსელის ფარი ზღუდავს ხოლმე Tor-კავშირს. ამის გადასამოწმებლად შეგიძლიათ შეცვალოთ ან გათიშოთ თქვენი ქსელის ფარი და ისე გაუშვათ Tor.

ზოგჯერ პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან შეზღუდულია თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის ან მთავრობის მიერ. Tor-ბრაუზერს გააჩნია ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გარკვეული საშუალებები, მათ შორის გადამცემი ხიდები, მისაერთებელი გადამყვანები და GetTor.

შიფრის ხელმოწერა ადასტურებს წერილის ან ფაილის ნამდვილობას. იგი იქმნება მფლობელის მიერ საიდუმლო გასაღებით ასიმეტრიული დაშიფვრის გასაღებების წყვილიდან და დამოწმება შესაძლებელია მისი შესაბამისი საჯარო გასაღებით. პროგრამებს, torproject.org საიტიდან ჩამოტვირთვისას, თან მოჰყვება ხელმოწერის ფაილები (.asc). ეს ფაილები PGP-სახითაა, ასე რომ, შეგეძლებათ გადაამოწმოთ, ჩამოტვირთული ფაილი ხომ ნამდვილად ხელუხლებლადაა შენარჩუნებული. ვრცლად იხილეთ ხელმოწერების დამოწმების შესახებ.

შუალედური ადგილის მქონე Tor-ქსელში. გადამცემებს გარდა გამსვლელი წერტილებისა, შეუძლია იმუშაოს როგორც „შუალედურად“, ასევე „მცველის“ სახით, სხვადასხვა მომხმარებლებისთვის.

ცალკეული onion-მომსახურება, შეიძლება გაიმართოს ისეთი მომსახურებებისთვის, რომლებიც არ საჭიროებს ვინაობის გამხელისგან დაცვას, მაგრამ მომხმარებლებს სთავაზობს მათ მომსახურებასთან დაკავშირების შესაძლებლობას. ცალკეული onion-მომსახურებები, მხოლოდ სამი მონაკვეთითაა წარმოდგენილი წრედში, განსხვავებით ჩვეულებრივი, ექვსმონაკვეთიანი onion-მომსახურებებისა.

საგანგებო დანიშნულების გადამცემი, რომელიც ზედამხედველობას უწევს მიმდინარე დროში გაშვებული გადამცემების ჩამონათვალს და დროდადრო აქვეყნებს ერთიან ჩანაწერში ცნობარის სხვა უფლებამოსილ მხარეებთან ერთად.

გზა, რომელიც Tor-ქსელში აგებულია კლიენტის მიერ შემთხვევით შერჩეული კვანძებისგან. წრედი იწყება ან ხიდით, ან მცველით. წრედების უმეტესობა შედგება სამი კვანძისგან – ჯერ მცველი ან ხიდი, შემდეგ შუალედური გადამცემი და ბოლოს გამსვლელი წერტილი. Onion-მომსახურებების უმეტესობა იყენებს ექვს შეერთებას წრედში (გარდა ცალკეული onion-მომსახურებებისა) გამსვლელი წერტილის გარეშე. Tor-ის თქვენი მიმდინარე წრედის ნახვა, შეგიძლიათ Tor-ბრაუზერში, [i] ღილაკზე დაწკაპებით მისამართების ველში.

საგანგებო დანიშნულების გადამცემი, რომელიც ამუშავებს და ზედამხედველობს ხიდების სიას.

Tor-ის ჩვეულებრივი გადამცემების მსგავსად ხიდებიც გაშვებულია მოხალისეების მიერ; სამაგიეროდ, განსხვავებით რიგითი გადამცემებისა, ისინი არაა საჯაროდ გამოქვეყნებული, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე ვერ შეძლებს მათ ადვილად აღმოჩენას. მისაერთებელი გადამყვანები წარმოადგენს გადამცემი ხიდების ერთგვარ სახეობას, რომელიც საშუალებას იძლევა, შეინიღბოს თქვენი კავშირი Tor-თან.

A short, four emoji visualization which can be used to identify the right bridge address at a glance.

Bridge-mojis are human-readable bridge identifiers and do not represent the quality of connection to the Tor network or the state of the bridge.

The string of emoji characters cannot be used as input. Users are required to provide the complete bridge address to be able to connect with a bridge.

შიფრის ჰეშ-მნიშვნელობა წარმოადგენს შედეგს მათემატიკური ალგორითმისა, რომელიც მონაცემებს ალაგებს განსაზღვრული სიგრძის ბიტური ტექსტის სახით. იგი ცალმხრივ მიმართული ფუნქციაა, რაც გულისხმობს, რომ მნიშვნელობის გამოთვლა ადვილია ერთი მიმართულებით, მაგრამ შეუძლებელია პირიქით. ჰეშ-მნიშვნელობები გამოიყენება მონაცემთა მთლიანობის დასამოწმებლად.