ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

Tor-ბრაუზერი არ აძლევს სხვებს საშუალებას გაიგონ, თუ რომელ საიტებს ნახულობთ. ზოგიერთ დაწესებულებას, მაგალითად თქვენი ინტერნეტმომსახურების მომწოდებელს (ISP), შეეძლება იხილოს, რომ Tor-ით სარგებლობთ, მაგრამ ვერ შეიტყობს, თუ რომელ საიტებს ეწვევით.

ზოგადად, ვინაობის სრული დაფარვა შეუძლებლია, Tor-ითაც კი. მიუხედავად ამისა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც შეიძლება გაითავისოთ, რაც დაგეხმარებათ ვინაობის უკეთ დაფარვაში Tor-ით სარგებლობისას და მის გარეშეც.

გამოიყენეთ Tor-ბრაუზერი და ის პროგრამები, რომლებიც გათვლილია Tor-თან სამუშაოდ

Tor არ დაიცავს თქვენი კომპიუტერის ყველა კავშირს მისი გამოყენებისას. Tor მხოლოდ იცავს იმ აპლიკაციებს, რომლებიც სათანადოდ არის გამართული, რომ ინტერნეტს დაუკავშირდეს Tor-ის გავლით.

ვებსივრცეში სამოგზაუროდ:

ფაილთა გასაზიარებლად:

ყურადღება გამოიჩინეთ ვებგვერდის ველებში მონაცემების შეტანისას

თუ საიტს ეწვევით Tor-ბრაუზერით, მათ არ ეცოდინებათ თქვენი ვინაობა და ნამდვილი მდებარეობა. სამწუხაროდ, ბევრი საიტი ითხოვს მეტი პირადი მონაცემის ველებში შეყვანას. თუ ასეთი საიტის ანგარიშზე შეხვალთ, მათ მაინც არ ეცოდინებათ თქვენი ნამდვილი მდებარეობა, მაგრამ გაიგებენ, ვინ ხართ. გარდა ამისა, თუ მიაწვდით სახელს, ელფოსტას, მისამართს, ტელეფონის ნომერს ან ნებისმიერ სხვა პირად ინფორმაციასაც, ასეთი საიტისთვის თქვენი ვინაობა აღარ იქნება დაფარული. საუკეთესო დაცვა გულისხმობს სიფხიზლეს და მეტ ყურადღებას ველების შევსებისას.

Torrent არ გამოიყენოთ Tor-ით

Torrent-თ ფაილთა გასაზიარებელი აპლიკაციები შემჩნეულია პროქსის პარამეტრების უგულებელყოფასა და პირდაპირი კავშირების დამყარებაში იმ შემთხვევაშიც კი, როცა მითითებული აქვს, რომ Tor გამოიყენოს. მხოლოდ Tor-ის გავლითაც რომ უკავშირდებოდეს ქსელს torrent-პროგრამა, დროდადრო მაინც იგზავნება თქვენი ნამდვილი IP-მისამართი აღმრიცხავის GET-მოთხოვნაში, ვინაიდან სწორედ ასე მუშაობს torrent. არა მხოლოდ torrent-ით მიმოცვლილ და იმავდროულად Tor-ის ვებმონაცემებს ამჟღავნებთ ამით, არამედ მთლიანად Tor-ქსელსაც ანელებთ სხვა მომხმარებელთათვისაც.

არ ჩართოთ ან ჩადგათ ბრაუზერის მოდულები

Tor-ბრაუზერი ზღუდავს მოდულებს, როგორებიცაა Flash, RealPlayer, Quicktime და სხვები: მათი მეშვეობით თქვენი IP-მისამართის დადგენაა შესაძლებელი. აგრეთვე, არ გირჩევთ, დააყენოთ დამატებები ან მოდულები Tor-ბრაუზერში, რადგან შესაძლოა, Tor-ის გვერდის ავლით ან რამე სხვა გზით გაამჟღავნოს თქვენი ვინაობა.

გამოიყენეთ HTTPS-ვერსიები ან საიტები

Tor შიფრავს თქვენს კავშირს Tor-ქსელში, მაგრამ დაშიფვრის უზრუნველყოფა უშუალოდ საიტამდე დამოკიდებულია თავად ამ ვებსაიტზე. საიტებთან დაშიფრული კავშირის საწინდრად პირადულობის დაცვისთვის, Tor-ბრაუზერს მოჰყვება მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი, რომ HTTPS-დაშიფვრა იძულებით ამოქმედდეს იმ ვებსაიტებზე, რომელთაც აქვს ამის მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი ბრაუზერის მისამართების ველს და გადაამოწმოთ, ახლავს თუ არა საკეტის ან ხახვის ნიშანი იმ საიტის ბმულს, რომელსაც აწვდით მნიშვნელოვან მონაცემებს, ამასთანავე, თავსართად უნდა ჰქონდეს https:// და სწორად ეწეროს ვებსაიტის დასახელება. აგრეთვე იხილეთ EFF-ის მომზადებული ურთიერთქმედი გამოსახულება უკეთ გასარკვევად, როგორაა Tor და HTTPS დაკავშირებული.

ნუ გახსნით Tor-ით ჩამოტვირთულ დოკუმენტებს ინტერნეტში ყოფნისას

Tor-ბრაუზერი გაგაფრთხილებთ, სანამ ავტომატურად გაიხსნება დოკუმენტი სხვა პროგრამით. არ უგულებელყოთ ეს გაფრთხილება. ფრთხილად უნდა იყოთ დოკუმენტების Tor-ით ჩამოტვირთვისას (განსაკუთრებით DOC- და PDF-ფაილების, გარდა იმ შემთხვევისა, თუ Tor-ში ჩაშენებულ PDF-გამხსნელს გამოიყენებთ) ვინაიდან ეს დოკუმენტები შეიძლება შეიცავდეს ინტერნეტმასალებს, რომლებიც ჩამოიტვირთება Tor-ის გვერდის ავლით სხვა გამხსნელი პროგრამის მეშვეობით. შედეგად თქვენი IP-მისამართი გამჟღავნდება Tor-ის მიღმა. თუ გსურთ Tor-ით ჩამოტვირთულ ფაილებთან მუშაობა, დაჟინებით გირჩევთ, ან გამოაერთოთ ქსელიდან კომპიუტერი, ან გამოიყენოთ dangerzone უსაფრთხო PDF-ფაილების შესაქმნელად, რომელთა გახსნაც თავისუფლად შეგეძლებათ. სამაგიეროდ, ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხის შემცველია BitTorrent და Tor ერთად.

ხიდების გამოყენება და/ან კომპანიის პოვნა

Tor ცდილობს, არ მისცეს შემტევებს საშუალება, გაიგონ, თუ რომელ საიტს უკავშირდებით. მიუხედავად ამისა, თქვენი ინტერნეტის მეთვალყურეებს თავისთავად აქვთ შესაძლებლობა, იხილონ, როდის იყენებთ Tor-ს. თუ ეს გაღელვებთ, შეგიძლია საფრთხის შემცირება Tor-თან ხიდის მეშვეობით მიერთებით, ნაცვლად Tor-ქსელთან პირდაპირი კავშირისა. საერთო ჯამში, საუკეთესო დაცვა საზოგადოებრივი მიდგომაა: რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს Tor-ს თქვენ ირგვლივ სხვადასხვა მიზნით, მით მეტად შემცირდება იმის გარკვევის შანსი, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ. შესთავაზეთ სხვებსაც, გამოიყენონ Tor!

იყავით მოხერხებული და უკეთ გაერკვიეთ. კარგად გაითავისეთ, რას გთავაზობთ Tor და რას – ვერა. ეს სია საფრთხეებისა არაა სრული და დაგვეხმარეთ, რომ გამოვავლინოთ და აღვწეროთ ყველა მათგანი.

Tor Browser is currently available on Windows, Linux, macOS, and Android.

On Android, The Guardian Project also provides the Orbot app to route other apps on your Android device over the Tor network.

There is no official version of Tor Browser for iOS yet, as explained in this blog post. Our best available recommendation is Onion Browser.

დაჟინებით გირჩევთ არ დააყენოთ სხვა დამატებები Tor-ბრაუზერში, ვინაიდან მათი საშუალებით შესაძლებელია თქვენი პირადი მონაცემებისა და უსაფრთხოების ხელყოფა.

სხვა დამატებების ჩადგმა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოებაზე გაუთვალისწინებელ გავლენას ახდენს, რის შედეგადაც თქვენი ბრაუზერის სხვებისგან გამორჩევა შეიძლება გაადვილდეს. თუ თქვენი Tor-ბრაუზერი სხვებისგან გამორჩეული იქნება, თქვენი მოქმედებების ამოცნობასა და თვალის მიდევნებას გახდის შესაძლებელს, მიუხედავად Tor-ბრაუზერით სარგებლობისა.

Each browser's settings and features create what is called a "browser fingerprint". ყველა ბრაუზერი ძალაუნებურად ქმნის თავის უნიკალურ ანაბეჭდს თითოეული მომხმარებლისთვის, რაც ინტერნეტში თვალის სადევნებლად გამოიყენება ხოლმე. Tor-ბრაუზერი საგანგებოდაა მოწყობილი ისე, რომ თითქმის (სრულყოფილი ვერ იქნება!) ერთნაირი ანაბეჭდი გააჩნდეს ყოველი მომხმარებლისთვის. This means each Tor Browser user looks like many other Tor Browser users, making it difficult to track any individual user.

ამასთანავე, ახალი დამატება, დიდი ალბათობით, გაზრდის Tor-ბრაუზერზე შეტევის შესაძლებლობას. შედეგად, შემტევს ეძლევა მნიშვნელოვანი მონაცემების ხელყოფისა და Tor-ბრაუზერზე კონტროლის მოპოვების საშუალება. თავად დამატებაც შეიძლება იყოს მავნებლობისთვის შექმნილი და გითვალთვალოთ.

Tor-ბრაუზერს ისედაც მოჰყვება ჩადგმული დამატება — NoScript — სხვა რამის დაყენებამ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი ვინაობა.

გსურთ, ვრცლად იხილოთ ბრაუზერის ანაბეჭდის შესახებ? გაეცანით სტატიას Tor-ის სვეტზე.

ზოგადად, არ გირჩევთ VPN-ის გამოყენებას Tor-თან ერთად, თუ არ ხართ გამოცდილი მომხმარებელი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გამართოს ორივე ისე, რომ არ დაირღვეს მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება.

დაწვრილებით Tor + VPN შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვიკიზე.

დიახ, Tor-ბრაუზერს ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს ხალხს თქვენს საიტთან წვდომაში ადგილებიდან, სადაც შეზღუდვებია. ჩვეულებრივ, Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვა და მისი საშუალებით შეზღუდულ საიტზე შესვლა საკმარისია წვდომის მისაღებად. იქ, სადაც ძლიერი ცენზურაა, ჩვენ გვაქვს არაერთი სახის გვერდის ავლის საშუალება, მათ შორის მისაერთებელი გადამყვანები.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ Tor-ბრაუზერის მომხმარებლის სახელმძღვანელოში ცენზურის შესახებ განყოფილება.

რა თქმა უნდა! აქაა დაწესებულებების სია, საიდანაც გაშვებულია Tor-გადამცემები და მათი წარმომადგენლები მოხარულნი იქნებიან, თუ თანხის გაღებით ხელს შეუწყობთ Tor-ქსელისთვის გაუმჯობესებული სიჩქარისა და ხარისხის მიწოდებაში.

ეს დაწესებულებები არ ეკუთვნის Tor Project Inc კომპანიას, მაგრამ მათი მხარდაჭერით, ნამდვილად კარგი საქმე კეთდება. მათ მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ადამიანები, რომლებიც შეადგენენ Tor-ერთობას.

გაითვალისწინეთ, რომ ეს იქნება წარმადობის ზრდა ვინაობის გაუმხელობის უკეთ უზრუნველყოფის ხარჯზე. Tor-ქსელით ვინაობის გაუმხელობა დამოკიდებულია სწორედ დანაწილებაზე, ასე რომ, თუ გაქვთ საკუთარი გადამცემის გაშვების შესაძლებლობა, ამით მეტად განავითარებთ Tor-ის შესაძლებლობებს, ვიდრე თანხის გაღებით. ამავდროულად, მასშტაბის ეკონომიიდან გამომდინარე, ბევრი მცირე შემოწირულობის მიმართვა რამდენიმე მძლავრი გადამცემისკენ მეტად წაადგება ქსელის წარმადობას. ვინაობის გაუმხელობისა და წარმადობის გაუმჯობესება, ორივე ღირებული მიზანია და თქვენ მიერ შემოტანილი წვლილი ნებისმიერ შემთხვევაში დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის!