თუ ხარვეზია დაკავშირებისას, გამოჩნდება შეცდომის კოდი და შეგეძლებათ მიუთითოთ „Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერების ასლი“. შემდეგ ჩასვით Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერი რამე ტექსტურ ფაილში ან დოკუმენტში.

თუ ვერ ხედავთ ამ პარამეტრს და Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, მთავარი მენიუდან (≡) დაწკაპეთ „პარამეტრები“ და ბოლოს „დაკავშირება“ გვერდით არეში. გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“.

სანაცვლოდ, GNU/Linux-ზე აღრიცხვის ჩანაწერების პირდაპირ ტერმინალში სანახავად გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში და გაუშვით Tor-ბრაუზერი ბრძანებათა ველში შემდეგი ტექსტის აკრეფით:

./start-tor-browser.desktop --verbose

ან ჩანაწერების შესანახად ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log)

./start-tor-browser.desktop --log [file]

წესით იხილავთ, ქვემოთ მოცემული გავრცელებული შეცდომებიდან რომელიმეს (მონახეთ შემდეგი ხაზი Tor-ის ჩანაწერში):

გავრცელებული შეცდომა #1 ჩანაწერში: პროქსი-კავშირის ჩაშლა

2017-10-29 09:23:40.800 [NOTICE] Opening Socks listener on 127.0.0.1:9150
2017-10-29 09:23:47.900 [NOTICE] Bootstrapped 5%: Connecting to directory server
2017-10-29 09:23:47.900 [NOTICE] Bootstrapped 10%: Finishing handshake with directory server
2017-10-29 09:24:08.900 [WARN] Proxy Client: unable to connect to xx..xxx..xxx.xx:xxxxx ("general SOCKS server failure")

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ SOCKS-პროქსისთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუ SOCKS-პროქსი საჭიროა თქვენი ქსელის გასამართად, მაშინ გთხოვთ გადაამოწმოთ, თქვენი პროქსის მონაცემების სისწორე. თუ SOCKS-პროქსი არაა აუცილებელი, ან დაზუსტებით არ იცით, გთხოვთ Tor-ქსელთან დაკავშირება სცადოთ SOCKS-პროქსის გარეშე.

გავრცელებული შეცდომა #2 ჩანაწერში: მცველ გადამცემებთან წვდომა ვერ ხერხდება

11/1/2017 21:11:43 PM.500 [NOTICE] Opening Socks listener on 127.0.0.1:9150
11/1/2017 21:11:44 PM.300 [NOTICE] Bootstrapped 80%: Connecting to the Tor network
11/1/2017 21:11:44 PM.300 [WARN] Failed to find node for hop 0 of our path. Discarding this circuit.
11/1/2017 21:11:44 PM.500 [NOTICE] Bootstrapped 85%: Finishing handshake with first hop
11/1/2017 21:11:45 PM.300 [WARN] Failed to find node for hop 0 of our path. Discarding this circuit.

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ Tor ვერ დაუკავშირდა პირველ კვანძს Tor-წრედში. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ქსელი რომელსაც იყენებთ, ცენზურის ქვეშაა.

გთხოვთ, სცადოთ გადამცემი ხიდით დაკავშირება, რაც წესით მოაგვარებს ხარვეზს.

გავრცელებული შეცდომა #3 ჩანაწერში: ვერ მოხერხდა TLS-კავშირის დამოწმება

13-11-17 19:52:24.300 [NOTICE] Bootstrapped 10%: Finishing handshake with directory server 
13-11-17 19:53:49.300 [WARN] Problem bootstrapping. Stuck at 10%: Finishing handshake with directory server. (DONE; DONE; count 10; recommendation warn; host [host] at xxx.xxx.xxx.xx:xxx) 
13-11-17 19:53:49.300 [WARN] 10 connections have failed: 
13-11-17 19:53:49.300 [WARN]  9 connections died in state handshaking (TLS) with SSL state SSLv2/v3 read server hello A in HANDSHAKE 
13-11-17 19:53:49.300 [WARN]  1 connections died in state connect()ing with SSL state (No SSL object)

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ Tor-მა ვერ დაასრულა TLS-კავშირის დამოწმება უფლებამოსილ მხარესთან. გადამცემი ხიდის გამოყენება, ჩვეულებრივ მოაგვარებს ამას.

გავრცელებული შეცდომა #4 ჩანაწერში: დროითი სხვაობა

19.11.2017 00:04:47.400 [NOTICE] Opening Socks listener on 127.0.0.1:9150 
19.11.2017 00:04:48.000 [NOTICE] Bootstrapped 5%: Connecting to directory server 
19.11.2017 00:04:48.200 [NOTICE] Bootstrapped 10%: Finishing handshake with directory server 
19.11.2017 00:04:48.800 [WARN] Received NETINFO cell with skewed time (OR:xxx.xx.x.xx:xxxx): It seems that our clock is behind by 1 days, 0 hours, 1 minutes, or that theirs is ahead. Tor requires an accurate clock to work: please check your time, timezone, and date settings.

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სისტემის საათი არასწორია. გთხოვთ, გაასწოროთ დრო, ასევე სასაათე სარტყელი. შემდეგ კი ხელახლა გაუშვით Tor.