Tor-თან დაკავშირება

თუ ხარვეზია დაკავშირებისას, გამოჩნდება შეცდომის კოდი და შეგეძლებათ მიუთითოთ „Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერების ასლი“. შემდეგ ჩასვით Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერი რამე ტექსტურ ფაილში ან დოკუმენტში.

თუ ვერ ხედავთ ამ პარამეტრს და Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, მთავარი მენიუდან (≡) დაწკაპეთ „პარამეტრები“ და ბოლოს „დაკავშირება“ გვერდით არეში. გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“.

სანაცვლოდ, GNU/Linux-ზე აღრიცხვის ჩანაწერების პირდაპირ ტერმინალში სანახავად გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში და გაუშვით Tor-ბრაუზერი ბრძანებათა ველში შემდეგი ტექსტის აკრეფით:

./start-tor-browser.desktop --verbose

ან ჩანაწერების შესანახად ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log)

./start-tor-browser.desktop --log [file]

წესით იხილავთ, ქვემოთ მოცემული გავრცელებული შეცდომებიდან რომელიმეს (მონახეთ შემდეგი ხაზი Tor-ის ჩანაწერში):

გავრცელებული შეცდომა #1 ჩანაწერში: პროქსი-კავშირის ჩაშლა

2017-10-29 09:23:40.800 [NOTICE] Opening Socks listener on 127.0.0.1:9150
2017-10-29 09:23:47.900 [NOTICE] Bootstrapped 5%: Connecting to directory server
2017-10-29 09:23:47.900 [NOTICE] Bootstrapped 10%: Finishing handshake with directory server
2017-10-29 09:24:08.900 [WARN] Proxy Client: unable to connect to xx..xxx..xxx.xx:xxxxx ("general SOCKS server failure")

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ SOCKS-პროქსისთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუ SOCKS-პროქსი საჭიროა თქვენი ქსელის გასამართად, მაშინ გთხოვთ გადაამოწმოთ, თქვენი პროქსის მონაცემების სისწორე. თუ SOCKS-პროქსი არაა აუცილებელი, ან დაზუსტებით არ იცით, გთხოვთ Tor-ქსელთან დაკავშირება სცადოთ SOCKS-პროქსის გარეშე.

გავრცელებული შეცდომა #2 ჩანაწერში: მცველ გადამცემებთან წვდომა ვერ ხერხდება

11/1/2017 21:11:43 PM.500 [NOTICE] Opening Socks listener on 127.0.0.1:9150
11/1/2017 21:11:44 PM.300 [NOTICE] Bootstrapped 80%: Connecting to the Tor network
11/1/2017 21:11:44 PM.300 [WARN] Failed to find node for hop 0 of our path. Discarding this circuit.
11/1/2017 21:11:44 PM.500 [NOTICE] Bootstrapped 85%: Finishing handshake with first hop
11/1/2017 21:11:45 PM.300 [WARN] Failed to find node for hop 0 of our path. Discarding this circuit.

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ Tor ვერ დაუკავშირდა პირველ კვანძს Tor-წრედში. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ქსელი რომელსაც იყენებთ, ცენზურის ქვეშაა.

გთხოვთ, სცადოთ გადამცემი ხიდით დაკავშირება, რაც წესით მოაგვარებს ხარვეზს.

გავრცელებული შეცდომა #3 ჩანაწერში: ვერ მოხერხდა TLS-კავშირის დამოწმება

13-11-17 19:52:24.300 [NOTICE] Bootstrapped 10%: Finishing handshake with directory server 
13-11-17 19:53:49.300 [WARN] Problem bootstrapping. Stuck at 10%: Finishing handshake with directory server. (DONE; DONE; count 10; recommendation warn; host [host] at xxx.xxx.xxx.xx:xxx) 
13-11-17 19:53:49.300 [WARN] 10 connections have failed: 
13-11-17 19:53:49.300 [WARN]  9 connections died in state handshaking (TLS) with SSL state SSLv2/v3 read server hello A in HANDSHAKE 
13-11-17 19:53:49.300 [WARN]  1 connections died in state connect()ing with SSL state (No SSL object)

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ Tor-მა ვერ დაასრულა TLS-კავშირის დამოწმება უფლებამოსილ მხარესთან. გადამცემი ხიდის გამოყენება, ჩვეულებრივ მოაგვარებს ამას.

გავრცელებული შეცდომა #4 ჩანაწერში: დროითი სხვაობა

19.11.2017 00:04:47.400 [NOTICE] Opening Socks listener on 127.0.0.1:9150 
19.11.2017 00:04:48.000 [NOTICE] Bootstrapped 5%: Connecting to directory server 
19.11.2017 00:04:48.200 [NOTICE] Bootstrapped 10%: Finishing handshake with directory server 
19.11.2017 00:04:48.800 [WARN] Received NETINFO cell with skewed time (OR:xxx.xx.x.xx:xxxx): It seems that our clock is behind by 1 days, 0 hours, 1 minutes, or that theirs is ahead. Tor requires an accurate clock to work: please check your time, timezone, and date settings.

თუ ამგვარი სტრიქონებია თქვენს Tor-ჩანაწერში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სისტემის საათი არასწორია. გთხოვთ, გაასწოროთ დრო, ასევე სასაათე სარტყელი. შემდეგ კი ხელახლა გაუშვით Tor.

ხშირ შემთხვევაში კავშირის შეცდომები Tor-ბრაუზერში გამოწვეულია ხოლმე საათის არევით. გთხოვთ, გადაამოწმოთ სისტემის დრო და სასაათე სარტყლის სისწორე. თუ ამით არ მოგვარდა, იხილეთ ხარვეზების აღმოფხვრის გვერდი Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელოში.

პროქსი სერვერის შეცდომებს, მრავალი მიზეზი შეიძლება გააჩნდეს. შეგიძლიათ, შემდეგი რამ მოიმოქმედოთ, თუ შეცდომას წააწყდებით:

  • ანტივირუსის არსებობისას, შესაძლოა იგი აფერხებდეს Tor-მომსახურებას. გათიშეთ ანტივირუსი დროებით და ახლიდან გაუშვით ბრაუზერი.
  • You should not move the Tor Browser folder from its original location to a different location. თუ ეს გაკეთებული გქონდათ, უკან დააბრუნეთ.
  • აგრეთვე, გადაამოწმეთ პორტი, რომლითაც უკავშირედებით. მოსინჯეთ არსებულისგან განსხვავებული, მაგალითად 9050 ან 9150.
  • თუ არაფერი უშველის, ახლიდან დააყენეთ ბრაუზერი. დარწმუნდით, რომ დაყენებისას ახალი საქაღალდეა მითითებული და ძველს არ გადაეწერება.

If the error persists, please get in touch with us.

If you cannot reach the onion service you desire, make sure that you have entered the 56-character onion address correctly; even a small mistake will stop Tor Browser from being able to reach the site. თუ მაინც ვერ ახერხებთ დაკავშირებას Onion-მომსახურებასთან, გთხოვთ სცადოთ ხელახლა მოგვიანებით. შესაძლოა კავშირის დროებითი შეფერხება იყოს ან საიტის მმართველებმა გათიშეს გაფრთხილების გარეშე.

ამასთან ერთად, Onion-მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობის გადამოწმება შეგიძლიათ DuckDuckGo-ს Onion-მომსახურებასთან დაკავშირებით.