გადამცემი ხიდები წარმოადგენს Tor-გადამცემებს, რომლებიც არაა აღნუსხული საჯაროდ Tor-სიაში.

რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტის მომწოდებელი ან მთავრობა, რომელიც შეეცდება Tor-ქსელთან წვდომის შეზღუდვას, უბრალოდ ვერ შეძლებს ყველა გადამცემი ხიდის შეზღუდვას. გადამცემი ხიდები გამოსადეგია Tor-ის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სახელისუფლებო ან ზემდგომთა ზეწოლის ქვეშ და ესაჭიროებათ დამატებითი დაცვა, რადგან ფიქრობენ რომ შესაძლოა ამოიცნონ, Tor-გადამცემის საჯაროდ ცნობილ IP-მისამართთან დაკავშირებისას.

ხიდი წარმოადგენს ჩვეულებრივ გადამცემს, ოღონდ ოდნავ განსხვავებულადაა გამართული. იხილეთ, როგორ გავუშვა გადამცემი ხიდი, ვრცელი მითითებებისთვის.

ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის ჩინეთი და ირანი პოულობს გზებს, Tor-ხიდებთან კავშირების აღმოსაჩენად და შესაზღუდად. Obfsproxy გადამცემი ხიდები ამისამართებს გაბუნდოვნების დამატებითი შრის მეშვეობით. obfsproxy-ის გადამცემი ხიდის გამართვა, საჭიროებს დამატებით პროგრამულ კრებულსა და დამატებითი სახის ცვლილებებს. იხილეთ ჩვენი გვერდი მისაერთებელი გადამყვანების შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის.