If your internet connection might be blocking the Tor network, you can try using bridges. ხიდების ნაწილი ჩაშენებულია Tor-ბრაუზერში და მხოლოდ რამდენიმე საფეხურს საჭიროებს, ასამოქმედებლად. მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის დაწკაპეთ „კავშირის გამართვას“ Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი.

საჭირო მისაერთებელი გადამყვანის მითითების შემდგომ გადადით ზემოთ და დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.

ანდა, თუ გაშვებულია Tor-ბრაუზერი, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარი მენიუდან (≡) და შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით არეში. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი. თქვენი პარამეტრები თავისთავად შეინახება ჩანართის დახურვისთანავე.

თუ სხვა ხიდები გჭირდებათ, შეგიძლია მათი მიღება ჩვენი გადამცემი ხიდების საიტიდან. ვრცლად გადამცემი ხიდების შესახებ იხილეთ Tor-ბრაუზერის სახელმძღვანელო.