პირველ რიგში, Tor-ის ნაგულისხმევი გამსვლელი წერტილის დებულება უარყოფს ყველა გამავალ კავშირს 25 პორტზე (SMTP). ასე რომ, უსარგებლო წერილების გასაგზავნად Tor-ის გამოყენება, ჩვეულებრივ არ იმუშავებს. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი გადამცემის მფლობელმა გახსნას 25-ე პორტი თავიანთ გამსვლელ კვანძზე, რა შემთხვევაშიც მაგ კომპიუტერზე ნებადართული იქნება ფოსტის გამავალი კავშირები; მაგრამ იმავე პირს მხოლოდ ღია ფოსტის გადამცემის გამართვაც შეუძლია დამოუკიდებელად Tor-ისგან. მოკლედ, Tor არაა გამოსადეგი უსარგებლო წერილების დასაგზავნად, რადგან თითქმის ყველა Tor-გადამცემზე დაუშვებელია ფოსტის მიწოდება.

რასაკვირველია, მარტო ფოსტის მიწოდებას არ ეხება საქმე. უსარგებლო წერილების გამგზავნებს შეუძლიათ გამოიყენონ Tor ღია HTTP-პროქსებთან დასაკავშირებლად (და იქიდან SMTP-სერვერებთან); ამით მოახერხებენ ცუდი მიზნებისთვის დაწერილ, ფოსტის გამგზავნ CGI-სკრიპტებთან მიერთებას; შემდეგ კი თავიანთი ბოტნეტების მართვას — რის შედეგადაც, ფარულად დაკავშირებული მიტაცებული კომპიუტერებით, შესაძლებელი იქნება უსარგებლო წერილების გაგზავნა.

სამწუხაროა, მაგრამ შეამჩნევდით, რომ მათ Tor-ის გარეშეც დიდი სამუშაო უნდა გასწიონ. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მეტად მოსახერხებელი დასაკავშირებელი საშუალებების (როგორიცაა თაღლითური UDP-კრებულები) გამოყენება Tor-ით შეუძლებელია, ვინაიდან იგი გადასცემს მხოლოდ სწორად შედგენილ TCP-კავშირებს.