განაწილებული შეტევა მომსახურების შესაჩერებლად (DDoS) ჩვეულებრივ ეფუძნება, ათასობით კომპიუტერის მეშვეობით, მსხვერპლის ქსელის უაზრო მონაცემებით გადავსებას. ვინაიდან მიზანია, მსხვერპლის კავშირების ჭარბი მოთხოვნებით დათრგუნვა, უმეტესად იგზავნება ხოლმე UDP-კრებულები, რადგან არ მოითხოვს კავშირის დადასტურებას ან თანხმობას.

მაგრამ, ვინაიდან Tor გადასცემს მხოლოდ სწორად შედგენილ TCP-ნაკადებს და არა ყველანაირ IP-კრებულს, შეუძლებელია UDP-კრებულების გადაგზავნა Tor-ით. (ასევე შეუძლებელია ამ შეტევის ცალკეული სახეების გამოყენება, როგორიცაა SYN-მოთხოვნებით გადავსება.) ასე რომ, ჩვეულებრივი DDoS-შეტევები შეუძლებელია Tor-ით. გარდა ამისა, Tor არ იძლევა გამტარუნარიანობის გაძლიერებით შეტევების საშუალებას, გარეშე საიტების წინააღმდეგ: თითოეული ბაიტისთვის საჭიროა თითო ბაიტის გაგზავნა, რომ შემდეგ Tor-ქსელმა დანიშნულების წერტილზე გადაამისამართოს. მოკლედ, შემტევებს, რომელთაც საკმარისად დიდი გამტარუნარიანობა უპყრიათ ხელთ, შედეგიანი DDoS-შეტევების საწარმოებლად, ამას Tor-ის გარეშედაც მშვენივრად მოახერხებენ.