ჩვენ დარღვევებს ყურადღებით ვეპყრობით. აქტივისტები და სამართალდამცველები იყენებენ Tor-ს დანაშაულის აღმოსაჩენად და ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან რომ დავეხმაროთ უკეთ გაიგონ, როგორ გამოადგებათ Tor თავიანთ საქმიანობაში. ზოგ შემთხვევაში, ადგილი აქვს ტექნოლოგიურ შეცდომებს და ჩვენ ვეხმარებით მათ გასწორებაში. ვინაიდან, ძალადობის მსხვერპლნი ხშირად საზოგადოების მხრიდან გარიყულნი რჩებიან, ნაცვლად თანაგრძნობის მიღებისა, ისინი მხარდაჭერას ეძებენ იმ ხალხში, ვისაც მსგავსი რამ გადახდა თავს, ეს კი საჭიროებს ვინაობის გაუმხელობის უზრუნველმყოფ საშუალებებს.

ჩვენი უარი უსაფრთხოების ხვრელების დამატებასა და ცენზურაზე Tor-ში, არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს საკითხი არ გვაღელვებს. ჩვენ უარს ვამბობთ Tor-ის შესუსტებაზე იმიტომ, რომ ეს დააზარალებს ძალისხმევას მიმართულს ბავშვებზე ძალადობისა და ადამიანთა უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ რეალურ სამყაროში, თუ მსხვერპლთათვის უსაფრთხო ადგილი გაქრება ინტერნეტსამყაროში. ამასთანავე, დამნაშავეებს მაინც ექნებათ წვდომა ბოტნეტთან, მოპარულ ტელეფონებთან, უკანონო შეღწევით მოპოვებულ ანგარიშებთან საფოსტო სისტემაში, შუამავლებთან, კორუმპირებულ მოხელეებთან და ნებისმიერ ტექნოლოგიურ საშუალებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ვაჭრობას. ისინი არიან ახალი ტექნოლოგიებით ადრეული მოსარგებლეები. აქედან გამომდინარე, მეტად საშიში იქნება, თუ პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აკრძალვა და შეზღუდვა შედეგის მომცემია. ჩვენ გვირჩევნია ძალისხმევა გავიღოთ ბავშვთა ძალადობის შეწყვეტისა და არიდებისთვის, ვიდრე პოლიტიკოსებს დავეხმაროთ ქულების დაწერაში, ამ ყველაფრის დაფარვით. განსაკუთრებით დამაზიანებელია კორუფციის წვლილი; გაეცანით გაეროს ანგარიშს კორუფციის როლი, ადამიანთა ვაჭრობაში.

ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია გავითავისოთ სამყარო, სადაც ბავშვები უნდა განიხილებოდნენ ზრდასრულებად, მათი სახელით პოლიტიკის წარმოებისას. მადლობელნი იქნებიან, თუ შევუზღუდავთ სრულწლოვანივით აზრის გამოთქმის უსაფრთხო შესაძლებლობას? ან, თუ ცდილობენ გამოააშკარავონ მთავრობის უუნარობა სხვა ბავშვების დაცვაში?