სამწუხაროა ამის მოსმენა. არის შემთხვევები, როცა ინტერნეტმომსახურებას ესაჭიროება მომხმარებელთა შეზღუდვა, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ. უმეტესად კი უფრო ადვილი გადაწყვეტაც არსებობს ამის მოსაგვარებლად მომხმარებელთათვის თქვენს საიტთან უსაფრთხო წვდომის შეზღუდვის გარეშეც.

ჯერ ჰკითხეთ თქვენს თავს, არის თუ არა გზა პროგრამულ დონეზე გაიმიჯნოს, წესიერი მომხმარებლები, მავნებლებისგან. მაგალითად, შეგიძლიათ საიტზე გამოყოთ გარკვეული არეები, თუნდაც გამოხმაურების დაწერის აღმატებული უფლება, მხოლოდ დარეგისტრებული მომხმარებლებისთვის. მარტივად შეიძლება Tor-ის IP-მისამართების მუდმივად განახლებული სიებით თქვენს მომსახურებასთან კავშირების დაშვება, რითიც Tor-ის მომხმარებლებს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებთ. ამ გზით შეგეძლებათ სხვადასხვა დონის წვდომა დაუშვათ, ნაცვლად მთელი მომსახურების სრული შეზღუდვისა.

მაგალითად, Freenode IRC-ქსელს ჰქონდა პრობლემა, როცა დამრღვევების შეთანხმებული ჯგუფი უერთდებოდა არხებს და ფარულად ახდენდნენ გავლენას საუბრის მიმდინარეობაზე; მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ Tor-იდან მომავალი ყველა მომხმარებელი მონიშნეს როგორც „ვინაობა დაფარული“, დამრღვევები ვეღარ ახერხებდნენ წესიერ მომხმარებლებში გარევას, ამიტომ გადავიდნენ სხვა პროქსი სერვერების ან საკუთარი ბოტნეტების გამოყენებაზე.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ რომ ასობით ათასი ადამიანი იყენებს Tor-ს ყოველდღიურად მხოლოდ პირადი მონაცემების დასაცავად — მაგალითად სარეკლამო ან სხვა დაწესებულებების თვალთვალის ასარიდებლად. სხვები კი იყენებენ Tor-ს იმიტომ, რომ ესაა ერთადერთი გზა ადგილობრივი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად. Tor-ის მომხმარებელთა ნაწილი შესაძლოა წესების დაცვით უკავშირდებოდეს თქვენს მომსახურებას, თავისი ჩვეული საქმიანობისთვის. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა Tor-ქსელის აკრძალვა ამ მომხმარებლების წვლილის დაკარგვად ან მომავალში, ახალი წესიერი მომხმარებლების შეძენაზე უარის თქმად. (ხშირად ხალხი არ ითვლის თუ Tor-ის რამდენი პატიოსანი მომხმარებელი უკავშირდება მათ მომსახურებას — ვერ ამჩნევენ მათ მანამ, არ გამოჩნდება დამრღვევი).

ამ დროს, თქვენს თავს უნდა ჰკითხოთ, რას უშვრებით სხვა მომსახურებებს, რომლებიც აერთიანებს ბევრ მომხმარებელს რამდენიმე IP-მისამართის ქვეშ. Tor ამ კუთხით დიდად არ განსხვავდება AOL-ისგან.

Lastly, please remember that Tor relays have individual exit policies. Tor-გადამცემების უმეტესობა, საერთოდ არ ატარებს გამავალ კავშირებს. მათ უმრავლესობას, რომლებიც გამავალ კავშირებს უზრუნველყოფს, შესაძლოა ისედაც შეზღუდული აქვთ თქვენს მომსახურებასთან წვდომის უფლება. როცა აპირებთ კვანძების აკრძალვას, ჯობია ჯერ გაარჩიოთ გამსვლელი წერტილის დებულებები და მხოლოდ ისინი შეზღუდოთ, რომლებსაც დაშვებული აქვთ ეს კავშირები; ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს დებულებები დროდადრო იცვლება (ისევე როგორც, კვანძების სრული სია ქსელში).

თუ ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება, გთავაზობთ Tor-ის გამსვლელი წერტილების სიას ან DNS-ზე დაფუძნებულ სიას, რომლის მოთხოვნის კოდით მიღებაც შეიძლება.

(სისტემის ზედამხედველების ნაწილი ზღუდავს IP-მისამართების დიაპაზონს გამომდინარე ოფიციალური დებულებისა ან დარღვევების ნიმუშებიდან, თუმცა ზოგს სთხოვენ რომ გამონაკლისებში დაუშვას Tor-ის გამსვლელი წერტილები, ვინაიდან სისტემასთან წვდომა მხოლოდ Tor-ის გამოყენებით სურთ. ეს სკრიპტები გამოდგება გამონაკლისებისთვისაც.)