თუ თქვენ გაუშვებთ Tor-გადამცემს, რომელიც დაუშვებს გამავალ კავშირებს (გამსვლელი წერტილის ნაგულისხმევი დებულების შესაბამისად), დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვიღაც აუცილებლად გამოგეხმაურებათ. საჩივრები დარღვევებზე მრავალი სახით შეიძლება მოვიდეს. მაგალითად:

  • ვიღაც შევა Hotmail-ზე და გაუგზავნის გამოსასყიდის მოთხოვნას რამე კომპანიას. საგამოძიებო ბიურო მოგწერთ ზრდილობიანად, თქვენ კი აუხსნით რომ გაშვებული გაქვთ Tor-გადამცემი, ისინიც იტყვიან „ხო, კარგი“ და თავს დაგანებებენ. [Port 80]
  • ვიღაც ეცდება ხელი შეგიშალოთ საქმიანობაში, Tor-ის გამოყენებით შევიდეს Google-ის ჯგუფებში, უსარგებლო წერილებით აავსოს Usenet და შემდეგ გაუგზავნოს თქვენი ინტერნეტის მომწოდებელს უკმაყოფილების წერილი, თუ როგორ ანადგურებთ სამყაროს. [Port 80]
  • ვიღაც დაუკავშირდება IRC-ქსელს და დაარღვევს წესრიგს. თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი, ზრდილობიანად მოგწერთ, თუ როგორ გატეხეს თქვენი კომპიუტერი; და/ან როგორ მიიტანეს DDoS-შეტევა. [Port 6667]
  • ვიღაც გამოიყენებს Tor-ს ვინ დიზელის ფილმის გადმოსაწერად, თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი კი მიიღებს DMCA-მოთხოვნას მასალის ჩამორთმევაზე. იხილეთ EFF-ის Tor-ით DMCA-ზე პასუხის ნიმუშები, სადაც ახსნილია, თუ რატომ შეუძლია ინტერნეტის თქვენს მომწოდებელს უგულებელყოს ეს მოთხოვნები თავისუფლად. [Arbitrary ports]

ზოგიერთი მომსახურების მომწოდებელი, უფრო მეტად მეგობრულია ვიდრე სხვა, როცა საქმე Tor-ის გამსვლელ კვანძს ეხება. შეგიძლიათ იხილოთ ჩამონათვალი კარგი და ცუდი ინტერნეტმომწოდებლების.

სრულ კრებულს პასუხების ნიმუშებისას, სხვადასხვა დარღვევის საჩივრებზე, იხილავთ ამ ნაკრებში. თქვენ, ასევე შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ გარკვეული დარღვევები, თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, გამსვლელი კვანძის გაშვებისას ზიანის შემცირებითა და შეზღუდული გამსვლელი დებულების გამოყენებით.

ასევე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი Tor-გადამცემის IP-ს შეზღუდული აქვს წვდომა ზოგიერთ ვებსაიტთან/მომსახურებასთან. ეს შეიძლება მოხდეს თქვენი გამსვლელი დებულების მიუხედავადაც, ვინაიდან ზოგმა არც იცის ან არც ადარდებს Tor-ის გამსვლელი წერტილის დებულებები. (თუ გაქვთ სათადარიგო IP რომელსაც სხვა საქმისთვის არ იყენებთ, მაშინ შეგიძლიათ მასზე Tor-ის გადამცემის გაშვება). ზოგადად, არ გირჩევთ სახლის ინტერნეტის გამოყენებას, Tor-ის გადამცემის გასაშვებად.