დარღვევების ᲮᲓᲙ

მშვენიერია. სწორედ ამიტომ დავნერგეთ გამსვლელი კვანძის დებულებები.

თითოეულ Tor-გადამცემს გააჩნია გამსვლელი კვანძის დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის გამავალი კავშირებია დაშვებული და შეზღუდული ამ გადამცემზე. გამსვლელი კვანძის დებულებები მიეწოდება Tor-ის მომხმარებლებს ცნობარის მეშვეობით, შედეგად მომხმარებლები აღარ გამოიყენებენ გადამცემებს, რომლებსაც უარი აქვს გაცხადებული, გამავალ კავშირებზე. ამ გზით, თითოეულ გადამცემს შეუძლია მიუთითოს, რა მომსახურებებთან, მისამართებსა და ქსელებთან ექნება დაშვებული კავშირები, მოსალოდნელი უსიამოვნებებისა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით. Read the Support entry on issues you might encounter if you use the default exit policy, and then read Mike Perry's tips for running an exit node with minimal harassment.

გამსვლელი კვანძის ნაგულისხმევი დებულებით დაშვებულია წვდომა გავრცელებულ მომსახურებებთან (მაგ. ვებგვერდების მონახულება), მაგრამ შეზღუდულია ზოგიერთი საფრთხის შემცველი (მაგ. ფოსტა), აგრეთვე ისეთებიც, რომელთა დატვირთვასაც Tor-ქსელი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს (მაგ. ფაილების გაზიარების ნაგულისხმევი პორტები). თქვენი გამსვლელი კვანძის დებულების შეცვლა, შეგიძლიათ torrc ფაილის ჩასწორებით. თუ გსურთ შეზღუდოთ უმეტესი საფრთხის შემცველი კავშირები, მიუთითეთ „reject *:*“. ამ პარამეტრის დაყენებით, გადამცემი მონაცემებს მხოლოდ Tor-ქსელის შიგნით გაატარებს, მაგრამ არ დაუკავშირდება გარე საიტებს ან სხვა მომსახურებებს.

თუ დაუშვებთ გარე კავშირებს, დარწმუნდით რომ სახელების დამუშავება მოქმედია (ანუ თქვენ კომპიუტერს სწორად შეუძლია ინტერნეტმისამართების სწორად გამოყენება). თუ არის მისამართები, რომლებთან წვდომაც თქვენს კომპიუტერს არ შეუძლია (მაგალითად ქსელის ფარი ან ფილტრი ზღუდავს), გთხოვთ ნათლად გამორიცხოთ გამსვლელი კვანძის დებულებით თუ არადა Tor-მომხმარებლებსაც დააზარალებს.

Tor's mission is to advance human rights with free and open-source technology, empowering users to defend against mass surveillance and internet censorship. We hate that there are some people who use Tor for nefarious purposes, and we condemn the misuse and exploitation of our technology for criminal activity.

It's essential to understand that criminal intent lies with the individuals and not the tools they use. Just like other widely available technology, Tor can be used by individuals with criminal intent. And because of other options they can use it seems unlikely that taking Tor away from the world will stop them from engaging in criminal activity. At the same time, Tor and other privacy measures can fight identity theft, physical crimes like stalking, and be used by law enforcement to investigate crime and help support survivors.

განაწილებული შეტევა მომსახურების შესაჩერებლად (DDoS) ჩვეულებრივ ეფუძნება, ათასობით კომპიუტერის მეშვეობით, მსხვერპლის ქსელის უაზრო მონაცემებით გადავსებას. ვინაიდან მიზანია, მსხვერპლის კავშირების ჭარბი მოთხოვნებით დათრგუნვა, უმეტესად იგზავნება ხოლმე UDP-კრებულები, რადგან არ მოითხოვს კავშირის დადასტურებას ან თანხმობას.

მაგრამ, ვინაიდან Tor გადასცემს მხოლოდ სწორად შედგენილ TCP-ნაკადებს და არა ყველანაირ IP-კრებულს, შეუძლებელია UDP-კრებულების გადაგზავნა Tor-ით. (ასევე შეუძლებელია ამ შეტევის ცალკეული სახეების გამოყენება, როგორიცაა SYN-მოთხოვნებით გადავსება.) ასე რომ, ჩვეულებრივი DDoS-შეტევები შეუძლებელია Tor-ით. გარდა ამისა, Tor არ იძლევა გამტარუნარიანობის გაძლიერებით შეტევების საშუალებას, გარეშე საიტების წინააღმდეგ: თითოეული ბაიტისთვის საჭიროა თითო ბაიტის გაგზავნა, რომ შემდეგ Tor-ქსელმა დანიშნულების წერტილზე გადაამისამართოს. მოკლედ, შემტევებს, რომელთაც საკმარისად დიდი გამტარუნარიანობა უპყრიათ ხელთ, შედეგიანი DDoS-შეტევების საწარმოებლად, ამას Tor-ის გარეშედაც მშვენივრად მოახერხებენ.

პირველ რიგში, Tor-ის ნაგულისხმევი გამსვლელი წერტილის დებულება უარყოფს ყველა გამავალ კავშირს 25 პორტზე (SMTP). ასე რომ, უსარგებლო წერილების გასაგზავნად Tor-ის გამოყენება, ჩვეულებრივ არ იმუშავებს. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი გადამცემის მფლობელმა გახსნას 25-ე პორტი თავიანთ გამსვლელ კვანძზე, რა შემთხვევაშიც მაგ კომპიუტერზე ნებადართული იქნება ფოსტის გამავალი კავშირები; მაგრამ იმავე პირს მხოლოდ ღია ფოსტის გადამცემის გამართვაც შეუძლია დამოუკიდებელად Tor-ისგან. მოკლედ, Tor არაა გამოსადეგი უსარგებლო წერილების დასაგზავნად, რადგან თითქმის ყველა Tor-გადამცემზე დაუშვებელია ფოსტის მიწოდება.

რასაკვირველია, მარტო ფოსტის მიწოდებას არ ეხება საქმე. უსარგებლო წერილების გამგზავნებს შეუძლიათ გამოიყენონ Tor ღია HTTP-პროქსებთან დასაკავშირებლად (და იქიდან SMTP-სერვერებთან); ამით მოახერხებენ ცუდი მიზნებისთვის დაწერილ, ფოსტის გამგზავნ CGI-სკრიპტებთან მიერთებას; შემდეგ კი თავიანთი ბოტნეტების მართვას — რის შედეგადაც, ფარულად დაკავშირებული მიტაცებული კომპიუტერებით, შესაძლებელი იქნება უსარგებლო წერილების გაგზავნა.

სამწუხაროა, მაგრამ შეამჩნევდით, რომ მათ Tor-ის გარეშეც დიდი სამუშაო უნდა გასწიონ. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მეტად მოსახერხებელი დასაკავშირებელი საშუალებების (როგორიცაა თაღლითური UDP-კრებულები) გამოყენება Tor-ით შეუძლებელია, ვინაიდან იგი გადასცემს მხოლოდ სწორად შედგენილ TCP-კავშირებს.

Tor has implemented exit policies. თითოეულ Tor-გადამცემს გააჩნია გამსვლელი კვანძის დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის გამავალი კავშირებია დაშვებული და შეზღუდული ამ გადამცემზე. ამ გზით, თითოეულ გადამცემს შეუძლია მიუთითოს, რა მომსახურებებთან, მისამართებსა და ქსელებთან ექნება დაშვებული კავშირები, მოსალოდნელი უსიამოვნებებისა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით. We also have a dedicated team, Network Health, to investigate bad relay behavior and kick them out of the network.

It is important to note that while we can combat some type of abuse like bad relays in our network, we can't see or manage what users do on the network and that is by design. This design overwhelmingly allows for beneficial uses by providing human rights activists, journalists, domestic violence survivors, whistleblowers, law enforcement officers, and many others with as much privacy and anonymity as possible. Learn more about our users and Tor's beneficial use cases here.

თუ თქვენ გაუშვებთ Tor-გადამცემს, რომელიც დაუშვებს გამავალ კავშირებს (გამსვლელი წერტილის ნაგულისხმევი დებულების შესაბამისად), დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვიღაც აუცილებლად გამოგეხმაურებათ. საჩივრები დარღვევებზე მრავალი სახით შეიძლება მოვიდეს. მაგალითად:

  • ვიღაც შევა Hotmail-ზე და გაუგზავნის გამოსასყიდის მოთხოვნას რამე კომპანიას. საგამოძიებო ბიურო მოგწერთ ზრდილობიანად, თქვენ კი აუხსნით რომ გაშვებული გაქვთ Tor-გადამცემი, ისინიც იტყვიან „ხო, კარგი“ და თავს დაგანებებენ. [Port 80]
  • ვიღაც ეცდება ხელი შეგიშალოთ საქმიანობაში, Tor-ის გამოყენებით შევიდეს Google-ის ჯგუფებში, უსარგებლო წერილებით აავსოს Usenet და შემდეგ გაუგზავნოს თქვენი ინტერნეტის მომწოდებელს უკმაყოფილების წერილი, თუ როგორ ანადგურებთ სამყაროს. [Port 80]
  • ვიღაც დაუკავშირდება IRC-ქსელს და დაარღვევს წესრიგს. თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი, ზრდილობიანად მოგწერთ, თუ როგორ გატეხეს თქვენი კომპიუტერი; და/ან როგორ მიიტანეს DDoS-შეტევა. [Port 6667]
  • ვიღაც გამოიყენებს Tor-ს ვინ დიზელის ფილმის გადმოსაწერად, თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი კი მიიღებს DMCA-მოთხოვნას მასალის ჩამორთმევაზე. იხილეთ EFF-ის Tor-ით DMCA-ზე პასუხის ნიმუშები, სადაც ახსნილია, თუ რატომ შეუძლია ინტერნეტის თქვენს მომწოდებელს უგულებელყოს ეს მოთხოვნები თავისუფლად. [Arbitrary ports]

ზოგიერთი მომსახურების მომწოდებელი, უფრო მეტად მეგობრულია ვიდრე სხვა, როცა საქმე Tor-ის გამსვლელ კვანძს ეხება. შეგიძლიათ იხილოთ ჩამონათვალი კარგი და ცუდი ინტერნეტმომწოდებლების.

სრულ კრებულს პასუხების ნიმუშებისას, სხვადასხვა დარღვევის საჩივრებზე, იხილავთ ამ ნაკრებში. თქვენ, ასევე შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ გარკვეული დარღვევები, თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, გამსვლელი კვანძის გაშვებისას ზიანის შემცირებითა და შეზღუდული გამსვლელი დებულების გამოყენებით.

ასევე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი Tor-გადამცემის IP-ს შეზღუდული აქვს წვდომა ზოგიერთ ვებსაიტთან/მომსახურებასთან. ეს შეიძლება მოხდეს თქვენი გამსვლელი დებულების მიუხედავადაც, ვინაიდან ზოგმა არც იცის ან არც ადარდებს Tor-ის გამსვლელი წერტილის დებულებები. (თუ გაქვთ სათადარიგო IP რომელსაც სხვა საქმისთვის არ იყენებთ, მაშინ შეგიძლიათ მასზე Tor-ის გადამცემის გაშვება). ზოგადად, არ გირჩევთ სახლის ინტერნეტის გამოყენებას, Tor-ის გადამცემის გასაშვებად.

ზოგჯერ მავნე ხალხი იყენებს Tor-ს IRC-არხების დასატროლად. ამ დარღვევების შედეგად კი ცალკეული IP დროებით იზღუდება („klines“, იგივე „სიკვდილის ხაზზე გადადის“ IRC-ენაზე), რომ ქსელის ზედამხედველმა შეძლოს ტროლის მოცილება არხიდან.

ამგვარი საპასუხო მოქმედება ნამდვილად ძირეული ნაკლია IRC-ის უსაფრთხოების მოდელში: ისინი მიიჩნევენ, რომ IP-მისამართი წარმოადგენს ცალკეულ პიროვნებას და IP-მისამართის შეზღუდვით ამ პირს ზღუდავენ. სინამდვილეში კი ასე არაა — ტროლების უმეტესობა ჩვეულებრივ იყენებს მილიონობით პროქსის ან გატეხილ კომპიუტერს, მთელ ინტერნეტში. IRC-ქსელები წაგებულ ომშია ჩართული, ყველა კვანძის შეზღუდვის მცდელობით და სახელსახელოდ შექმნილი ტროლების საწინააღმდეგო აკრძალვების სიებით, ნაკლოვანების მქონე უსაფრთხოების მოდელის გამო (მსგავსად ანტივირუსების სფეროსი). Tor-ქსელი აქ მხოლოდ ზღვაში წვეთია.

მეორე მხრივ, IRC-სერვერის მფლობელების თვალით თუ შევხედავთ, უსაფრთხოება არაა გადამწყვეტი რამ. სწრაფმა პასუხმა ტროლებზე ან ნებისმიერ სოციალურ შეტევაზე, შეიძლება ნაკლებ მიმზიდველი გახადოს შეტევის მიმდინარეობა თავდამსხმელისთვის. თან, უმეტესად ცალკეული IP-მისამართი, მართლაც შეესაბამება ცალკეულ პიროვნებას, მოცემულ IRC-ქსელში, მოცემული დროისთვის. გამონაკლისია NAT-გამსვლელები, რომლებიც შესაძლოა განისაზღვროს წვდომისთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ ესაა წაგებული ბრძოლა ღია პროქსების წინააღმდეგ, ზოგადად არაა წაგებული ცალკეული მავნებელი IRC-მომხმარებლებთან მიმართებით, ვინაიდან ასეთ მომხმარებელს ადრე თუ გვიან მობეზრდება და მიატოვებს არხს.

მაგრამ ქმედითი პასუხი მაინც იქნება პროგრამულ დონეზე დამოწმების სისტემები, რომლითაც კარგი მომხმარებლები დაიშვებიან, ხოლო ცუდები არა. ეს უნდა ეფუძნებოდეს იმ საშუალებებს, რომლებიც გააჩნია ადამიანს (მაგალითად დამახსოვრებული პაროლი) და არა იმ გზებს, რომლითაც მათი მონაცემები გადაიცემა.

რასაკვირველია, ყველა IRC-ქსელი არ ცდილობს Tor-ის შეზღუდვას. ყველაფრის მიუხედავად, საკმაო ოდენობის ხალხი იყენებს Tor-ს IRC-ისთვის პირადულობის დასაცავად და საჭიროებისამებრ ურთიერთობებისთვის, ნამდვილი ვინაობის დართვის გარეშე. თითოეულმა IRC-ქსელმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მილიონობით IP-ის შეზღუდვა, ცუდი ხალხის მიერ მათი გამოყენების ალბათობის გამო, იმ წესიერი მომხმარებლების წვლილის დაკარგვად, რომლებიც Tor-ით სარგებლობენ.

თუ შეზღუდული ხართ, დაელაპარაკეთ ქსელის ზედამხედველებს და აუხსენით არსებული მდგომარეობა. მათ შეიძლება არც ჰქონდეთ გაგონილი Tor-ის შესახებ, ან შეიძლება არ იცოდნენ, რომ აკრძალული მისამართები Tor-ის გამსვლელ კვანძებს წარმოადგენს. თუ კარგად აუხსნით საკითხს და ისინი მაინც Tor-ის შეზღუდვაზე შეჯერდებიან, ალბათ აჯობებს სხვა ქსელში გადახვიდეთ, სადაც სიტყვის მეტი თავისუფლებაა. შეგიძლიათ მოიწვიოთ კიდეც #tor არხში irc.oftc.net მისამართზე, რაც დაარწმუნებს მათ, რომ არ ვართ ცუდი ხალხი.

და ბოლოს, თუ გადააწყდით IRC-ქსელს, რომელიც ზღუდავს Tor-ს ან Tor-ის რომელიმე გამავალ კვანძს, გთხოვთ ეს ინფორმაცია განათავსოთ The Tor IRC block tracker გვერდზე, რომ სხვებმაც გააზიარონ. სულ მცირე ერთი IRC-ქსელი მაინც არის, რომელიც ითვალისწინებს ამ გვერდს, რომ მოხსნას გამავალ კვანძს, შემთხვევით დადებული შეზღუდვა.

Even though Tor isn't useful for spamming, some over-zealous blocklisters seem to think that all open networks like Tor are evil — they attempt to strong-arm network administrators on policy, service, and routing issues, and then extract ransoms from victims.

თუ თქვენი ქსელის ზედამხედველები გადაწყვეტენ ამგვარი სიების გამოყენებას, შემომავალი წერილების შესაზღუდად, კარგი იქნება თუ დაელაპარაკებით და აუხსნით, რა არის Tor და მისი გამსვლელი დებულებები.

სამწუხაროა ამის მოსმენა. არის შემთხვევები, როცა ინტერნეტმომსახურებას ესაჭიროება მომხმარებელთა შეზღუდვა, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ. უმეტესად კი უფრო ადვილი გადაწყვეტაც არსებობს ამის მოსაგვარებლად მომხმარებელთათვის თქვენს საიტთან უსაფრთხო წვდომის შეზღუდვის გარეშეც.

ჯერ ჰკითხეთ თქვენს თავს, არის თუ არა გზა პროგრამულ დონეზე გაიმიჯნოს, წესიერი მომხმარებლები, მავნებლებისგან. მაგალითად, შეგიძლიათ საიტზე გამოყოთ გარკვეული არეები, თუნდაც გამოხმაურების დაწერის აღმატებული უფლება, მხოლოდ დარეგისტრებული მომხმარებლებისთვის. მარტივად შეიძლება Tor-ის IP-მისამართების მუდმივად განახლებული სიებით თქვენს მომსახურებასთან კავშირების დაშვება, რითიც Tor-ის მომხმარებლებს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებთ. ამ გზით შეგეძლებათ სხვადასხვა დონის წვდომა დაუშვათ, ნაცვლად მთელი მომსახურების სრული შეზღუდვისა.

მაგალითად, Freenode IRC-ქსელს ჰქონდა პრობლემა, როცა დამრღვევების შეთანხმებული ჯგუფი უერთდებოდა არხებს და ფარულად ახდენდნენ გავლენას საუბრის მიმდინარეობაზე; მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ Tor-იდან მომავალი ყველა მომხმარებელი მონიშნეს როგორც „ვინაობა დაფარული“, დამრღვევები ვეღარ ახერხებდნენ წესიერ მომხმარებლებში გარევას, ამიტომ გადავიდნენ სხვა პროქსი სერვერების ან საკუთარი ბოტნეტების გამოყენებაზე.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ რომ ასობით ათასი ადამიანი იყენებს Tor-ს ყოველდღიურად მხოლოდ პირადი მონაცემების დასაცავად — მაგალითად სარეკლამო ან სხვა დაწესებულებების თვალთვალის ასარიდებლად. სხვები კი იყენებენ Tor-ს იმიტომ, რომ ესაა ერთადერთი გზა ადგილობრივი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად. Tor-ის მომხმარებელთა ნაწილი შესაძლოა წესების დაცვით უკავშირდებოდეს თქვენს მომსახურებას, თავისი ჩვეული საქმიანობისთვის. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა Tor-ქსელის აკრძალვა ამ მომხმარებლების წვლილის დაკარგვად ან მომავალში, ახალი წესიერი მომხმარებლების შეძენაზე უარის თქმად. (ხშირად ხალხი არ ითვლის თუ Tor-ის რამდენი პატიოსანი მომხმარებელი უკავშირდება მათ მომსახურებას — ვერ ამჩნევენ მათ მანამ, არ გამოჩნდება დამრღვევი).

ამ დროს, თქვენს თავს უნდა ჰკითხოთ, რას უშვრებით სხვა მომსახურებებს, რომლებიც აერთიანებს ბევრ მომხმარებელს რამდენიმე IP-მისამართის ქვეშ. Tor ამ კუთხით დიდად არ განსხვავდება AOL-ისგან.

Lastly, please remember that Tor relays have individual exit policies. Tor-გადამცემების უმეტესობა, საერთოდ არ ატარებს გამავალ კავშირებს. მათ უმრავლესობას, რომლებიც გამავალ კავშირებს უზრუნველყოფს, შესაძლოა ისედაც შეზღუდული აქვთ თქვენს მომსახურებასთან წვდომის უფლება. როცა აპირებთ კვანძების აკრძალვას, ჯობია ჯერ გაარჩიოთ გამსვლელი წერტილის დებულებები და მხოლოდ ისინი შეზღუდოთ, რომლებსაც დაშვებული აქვთ ეს კავშირები; ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს დებულებები დროდადრო იცვლება (ისევე როგორც, კვანძების სრული სია ქსელში).

თუ ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება, გთავაზობთ Tor-ის გამსვლელი წერტილების სიას ან DNS-ზე დაფუძნებულ სიას, რომლის მოთხოვნის კოდით მიღებაც შეიძლება.

(სისტემის ზედამხედველების ნაწილი ზღუდავს IP-მისამართების დიაპაზონს გამომდინარე ოფიციალური დებულებისა ან დარღვევების ნიმუშებიდან, თუმცა ზოგს სთხოვენ რომ გამონაკლისებში დაუშვას Tor-ის გამსვლელი წერტილები, ვინაიდან სისტემასთან წვდომა მხოლოდ Tor-ის გამოყენებით სურთ. ეს სკრიპტები გამოდგება გამონაკლისებისთვისაც.)

არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ Tor-ის შემმუშავებლებს, რომელიმე Tor-მომხმარებლის მოსაძებნად. უსაფრთხოების იგივე საშუალებები, რაც ცუდ ხალხს არ აძლევს შესაძლებლობას ხელყონ Tor-ის ვინაობის გამჟღავნებისგან დაცვა, ჩვენც გვიზღუდავს შესაძლებლობას გავარკვიოთ მსგავსი საკითხები.

Some fans have suggested that we redesign Tor to include a backdoor. ამ მოსაზრებას ორი უარყოფითი მხარე აქვს. პირველი, ეს ტექნიკურად ძალიან შეასუსტებს სისტემას. რამე საერთო ხერხის არსებობა, რომელიც დააკავშირებს მომხმარებლებს თავიანთ მოქმედებებთან, გზას გაუხსნის ყველა სახის შემტევს; ხოლო განკარგულებებით ან წესებით იმის ზედამხედველობა, რომ მხოლოდ სწორად და პასუხისმგებლობით გამოიყენებენ ამ საშუალებას, იქნება წარმოუდგენლად რთული და შეუძლებელი. Second, the bad people aren't going to get caught by this anyway, since they will use other means to ensure their anonymity (identity theft, compromising computers and using them as bounce points, etc).

ეს ცალსახად ნიშნავს, რომ საიტის მფლობელების პასუხისმგებლობაა დაიცვან თავი უსაფრთხოების ხელყოფის შემთხვევებისგან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს საფრთხე. ეს ინტერნეტით სარგებლობის განუყოფელი მხარეა. მზად უნდა იყოთ თავდასაცავად დამნაშავეებისგან, ნებისმიერი მხრიდან. თვალთვალი და გაძლიერებული მეთვალყურეობა, ვერ აღკვეთს დარღვევებს.

მაგრამ დაიხსომეთ, რომ Tor არაა მოუწყვლადი და ურღვევი. ტრადიციული გზები ჯერ კიდევ შედეგიანია, Tor-ის წინააღმდეგ, მაგალითად მოკვლევა ხერხების, მოტივების, ხელსაყრელი შესაძლებლობების, გასაუბრება ეჭვმიტანილთან, წერის თავისებურებების შესწავლა, თავად მასალის ტექნიკური შესწავლა, ხალხის მოგზავნა ან ჩანერგვა, კლავიატურაზე წვდომა და სხვა ფიზიკური გამოძიების საშუალებები. Tor-პროექტი აგრეთვე სიამოვნებით იმუშავებს ნებისმიერთან, მათ შორის სამართალდამცავ ჯგუფებთან და გადაამზადებს მათ, Tor-პროგრამის სწორად გამოყენებაში საგამოძიებო ან ვინაობის გაუმხელობის მოქმედებებისთვის, ინტერნეტში.

Tor-პროექტი არ ათავსებს, განკარგავს და არ აქვს შესაძლებლობა, დაადგინოს მფლობელი ან მდებარეობა .onion მისამართის. .onion-მისამართი არის მისამართი onion-მომსახურებიდან. სახელი, რომლითაც ბოლოვდება .onion წარმოადგენს onion-მომსახურების აღმწერს. იგი ავტომატურად შედგენილი სახელია, რომელიც შეიძლება განთავსებული იყოს ნებისმიერ Tor-გადამცემზე ან კლიენტზე ინტერნეტის ნებისმიერ წერტილში. Onion-მომსახურება გათვლილია როგორც მომხმარებლის, ასევე მომსახურების მომწოდებლის დაცვაზე, ვინაობისა და ადგილმდებარეობის გამჟღავნებისგან. ისეა მოწყობილი onion-მომსახურებები, რომ მფლობელი და მდებარეობა .onion-საიტის, ჩვენთვისაც კი დაფარულია.

მაგრამ დაიხსომეთ, ეს არ ნიშნავს, რომ onion-მომსახურებები მოუწყვლადი და ურღვევია. ტრადიციული გზები ჯერ კიდევ შედეგიანია, მათ წინააღმდეგ, მაგალითად გასაუბრება ეჭვმიტანილთან, წერის თავისებურებების შესწავლა, თავად მასალის ტექნიკური შესწავლა, ხალხის მოგზავნა ან ჩანერგვა, კლავიატურაზე წვდომა და სხვა ფიზიკური გამოძიების საშუალებები.

თუ გაქვთ ბავშვებზე ძალადობის ამსახველი მასალები, შეგიძლიათ მოახსენოთ დაკარგულ და იძულებით საქმიანობაში ჩართულ ბავშვთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც აერთიანებს ეროვნულ ძალისხმევას, მიმართულს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხების გამოძიებაზე: http://www.missingkids.com/. ჩვენ არ ვნახულობთ თქვენ მიერ მოხსენებულ ბმულებს.

ჩვენ დარღვევებს ყურადღებით ვეპყრობით. აქტივისტები და სამართალდამცველები იყენებენ Tor-ს დანაშაულის აღმოსაჩენად და ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან რომ დავეხმაროთ უკეთ გაიგონ, როგორ გამოადგებათ Tor თავიანთ საქმიანობაში. ზოგ შემთხვევაში, ადგილი აქვს ტექნოლოგიურ შეცდომებს და ჩვენ ვეხმარებით მათ გასწორებაში. ვინაიდან, ძალადობის მსხვერპლნი ხშირად საზოგადოების მხრიდან გარიყულნი რჩებიან, ნაცვლად თანაგრძნობის მიღებისა, ისინი მხარდაჭერას ეძებენ იმ ხალხში, ვისაც მსგავსი რამ გადახდა თავს, ეს კი საჭიროებს ვინაობის გაუმხელობის უზრუნველმყოფ საშუალებებს.

ჩვენი უარი უსაფრთხოების ხვრელების დამატებასა და ცენზურაზე Tor-ში, არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს საკითხი არ გვაღელვებს. ჩვენ უარს ვამბობთ Tor-ის შესუსტებაზე იმიტომ, რომ ეს დააზარალებს ძალისხმევას მიმართულს ბავშვებზე ძალადობისა და ადამიანთა უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ რეალურ სამყაროში, თუ მსხვერპლთათვის უსაფრთხო ადგილი გაქრება ინტერნეტსამყაროში. ამასთანავე, დამნაშავეებს მაინც ექნებათ წვდომა ბოტნეტთან, მოპარულ ტელეფონებთან, უკანონო შეღწევით მოპოვებულ ანგარიშებთან საფოსტო სისტემაში, შუამავლებთან, კორუმპირებულ მოხელეებთან და ნებისმიერ ტექნოლოგიურ საშუალებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ვაჭრობას. ისინი არიან ახალი ტექნოლოგიებით ადრეული მოსარგებლეები. აქედან გამომდინარე, მეტად საშიში იქნება, თუ პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აკრძალვა და შეზღუდვა შედეგის მომცემია. ჩვენ გვირჩევნია ძალისხმევა გავიღოთ ბავშვთა ძალადობის შეწყვეტისა და არიდებისთვის, ვიდრე პოლიტიკოსებს დავეხმაროთ ქულების დაწერაში, ამ ყველაფრის დაფარვით. განსაკუთრებით დამაზიანებელია კორუფციის წვლილი; გაეცანით გაეროს ანგარიშს კორუფციის როლი, ადამიანთა ვაჭრობაში.

ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია გავითავისოთ სამყარო, სადაც ბავშვები უნდა განიხილებოდნენ ზრდასრულებად, მათი სახელით პოლიტიკის წარმოებისას. მადლობელნი იქნებიან, თუ შევუზღუდავთ სრულწლოვანივით აზრის გამოთქმის უსაფრთხო შესაძლებლობას? ან, თუ ცდილობენ გამოააშკარავონ მთავრობის უუნარობა სხვა ბავშვების დაცვაში?