დასახელება „Tor“ შეიძლება აღნიშნავდეს სხვადახვა შემადგენელ ნაწილს.

Tor არის პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გაუშვათ თქვენს კომპიუტერზე ინტერნეტში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი გიცავთ, თქვენი კავშირების გადამისამართებით გადამცემებისგან შემდგარი გამანაწილებელი ქსელისკენ, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან: შედეგად, ვერავის ექნება საშუალება თვალი ადევნოს თქვენს კავშირებს ინტერნეტში და გაიგოს, თუ რომელ საიტს ეწვიეთ და აგრეთვე, თავად საიტებიც ვერ მოახერხებს თქვენი ფიზიკური მდებარეობის დადგენას. ამ მოხალისეების ერთობა წარმოადგენს Tor-ქსელს.

ხალხის უმეტესობა Tor-ს იყენებს Tor-ბრაუზერის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს Firefox-ის გადაკეთებულ ვერსიას და უსაფრთხოებისა თუ პირადი მონაცემების დაცვის ხარვეზები სრულად აქვს აღმოფხვრილი. ვრცლად Tor-ის თაობაზე იხილავთ გვერდზე ჩვენ შესახებ.

Tor-პროექტი არის არამომგებიანი (საქველმოქმედო) დაწესებულება, რომელიც ამუშავებს და ქმნის Tor-პროგრამას.