Tor (მსგავსად ყველა ამჟამად არსებული მცირე დაყოვნების მქონე ვინაობის გაუმხელობის საშუალებებისა) უშედეგოა, როცა შემტევს შეუძლია თვალი ადევნოს მაკავშირებელი არხის ორივე ბოლოს. მაგალითად, თუ თავდამსხმელის ხელშია ან თვალს ადევნებს Tor-გადამცემს, რომლითაც ქსელში შედიხართ და აგრეთვე ვებსაიტს, რომლის მონახულებაც ცდილობთ. ასეთ შემთხვევაში მკვლევართა საზოგადოებისთვის უცნობია მცირე დაყოვნების მქონე ისეთი საშუალება, რომელიც საიმედოდ შეუშლის ხელს შემტევს, დაადგინოს კავშირი ამ ორ წერტილში მიმოცვლილ მონაცემთა მოცულობასა და დროებს შორის.

აბა, რისი გაკეთება შეიძლება? ვთქვათ, შემტევი მართავს ან აკვირდება C გადამცემს. ვთქვათ, სულ არის N გადამცემი. თუ აირჩევთ ახალ შემსვლელ და გამსვლელ გადამცემებს ქსელის ყოველი გამოყენებისას, შემტევს შეეძლება მიმოცვლილ მონაცემებს შორის კავშირის დადგენა მიახლოებითი ალბათობით (c/n)^2. მაგრამ დახასიათების შედეგად მომხმარებელთა უმეტესობისთვის არანაკლებ საზიანოა, ვიდრე მუდმივი თვალის დევნება: უმეტესად ხალხს უნდა რაღაცის კეთება ისე, რომ შემტევმა ვერ შეამჩნიოს, შესაბამისად, უმჯობესია, შემტევმა ერთხელ შეამჩნიოს, ვიდრე გაცილებით ხშირად. აქედან გამომდინარე, ხშირად შემთხვევითობით შერჩეული შემსვლელი და გამსვლელი კვანძები არ უტოვებს მომხმარებელს საშუალებას, რომ თავი დააღწიოს დახასიათების შედგენას ამგვარი შემტევისგან.

გამოსავალია „შემავალი მცველები“: თითოეული Tor-კლიენტი ირჩევს შემთხვევითობით რამდენიმე გადამცემიდან შემსვლელ წერტილებს და მხოლოდ მათ იყენებს პირველ კვანძად. თუ გადამცემები არაა მართვის ან დაკვირვების ქვეშ, შემტევი ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს და მომხმარებელი დაცული რჩება. თუ ამ გადამცემებს აკვირდება ან მართავს შემტევი, მომხმარებლის მიმოცვლილი მონაცემების დიდი წილი მისთვის ხილული იქნება – მაგრამ მომხმარებლის დახასიათების შედგენა მაინც გაძნელდება. შედეგად, მომხმარებელს გაუჩნდება ალბათობა (წყობით (n-c)/n), რომ აირიდოს დახასიათების შედგენა, რისი საშუალებაც აქამდე არ ექნებოდა.

ვრცლად იხილავთ ვინაობის გაუმხელი ოქმების შედეგიანობის დაქვეითების მიმოხილვა, ვინაობის გაუმხელი ურთიერთკავშირის დაცვა ფარული აღრიცხვების შეტევისგან და განსაკუთრებით დამალული სერვერების აღმოჩენა.

თქვენი შემსვლელი კვანძების შეზღუდვა აგრეთვე გამოსადეგია შემტევების წინააღმდეგ, რომელთაც განზრახული აქვთ გაუშვან რამდენიმე Tor-კვანძი ყველა Tor-მომხმარებლის IP-მისამართების აღსარიცხად. (იმისდა მიუხედავად, რომ ვერ შეძლებენ იხილონ, რომელ დანიშნულების წერტილთან აქვთ მომხმარებლებს კავშირი, მაინც ექნებათ საშუალება, რაღაც ცუდი მოიმოქმედონ მხოლოდ მომხმარებელთა სიითაც კი). რაც არ უნდა იყოს, ეს იქამდე ვერ გახდება გამოსადეგი, სანამ არ გადავალთ „ცნობარის მცველით“ სარგებლობაზე.