როგორც უკვე აღინიშნა, როცა დამკვირვებელს ერთდროულად აქვს წვდომა თქვენსა და დანიშნულების წერტილთან, საიტთან ან Tor-ის გამშვებ კვანძთან, შესაძლებელია მონაცემთა აღმოჩენა მისი გადაცემისთვის საჭირო დროის დადგენით Tor-ქსელში შესვლისა და გამოსვლისას. ამგვარი შემთხვევებისგან Tor ვერ დაგიცავთ.

უკეთ რომ ვთქვათ, თუ ზემდგომებს ან სამართალდამცველებს აქვთ წვდომა ქსელის სხვადასხვა უბანზე, შეეძლებათ გადაამოწმონ საკუთარი ეჭვი, რომ თქვენ ხშირად უკავშირდებით თქვენს მეგობარს, ორივე მხარეს მიმოცვლილ მონაცემებსა და მათი გადაცემისთვის საჭირო დროზე დაკვირვებით. აღსანიშნავია, რომ ეს გამოსადეგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მხარეები უკვე შემჩნეულნი არიან ერთმანეთთან კავშირში. თუმცა უმეტეს ქვეყანაში ამგვარი ეჭვის გადასამოწმებლად საჭირო ნებართვის მოსაპოვებელ მტკიცებულებებს ისედაც უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე კავშირისას დროების შედარებას.

ამას გარდა, ვინაიდან Tor ატარებს ხოლმე ერთი და იმავე წრედით სხვადასხვა TCP-კავშირებს, შესაძლებელია, რომ ვინაობამოცილებული და ვინაობადართული მონაცემები გაიგივდეს ერთ გამსვლელ კვანძთან, ასე რომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ პროგრამებთან, რომლებსაც ერთდროულად იყენებთ Tor-ით. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ცალკე Tor-კლიენტს გაუშვებთ თითოეული პროგრამისთვის.